ფეხბურთი

10:00 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა წილისყრის წინ: ვინ, ვისთან და როგორ...

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორი თვით დაემშვიდობა საფეხბურთო საზოგადოებას, მაგრამ მთავარი მოვლენები წინაა – დამდეგი წლის თებერვლიდან მოყოლებული საპლეი-ოფო ეტაპი აიღებს სტარტს.

მერვედფინალში კი შემდეგი 16 გუნდი გავიდა:

პირველი ადგილი: “არსენალი”, “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი”, “ლესტერი”, “იუვენტუსი”.

მეორე ადგილი: “პარი სენ ჟერმენი”, “ბენფიკა”, “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი”, “რეალი”, “პორტუ”, “სევილია”.

მერვედფინალში ერთმანეთს ვერ შეხვედებიან ერთი ქვეყნის წარმოადგენლები. ასევე, მეორე ადგილოსნები, ან პირველ ადგილოსნები. ამასთან, ერთ ქვეჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები.

მოკლედ, ახლა იმაზე გამცნობთ, თუ რომელი ვარიანტები აქვთ ამა თუ იმ გუნდს პლეი-ოფის პირველ სტადიაზე.

სავარაუდო მეტოქეები:

“არსენალი” - “ბენფიკა”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი”, “რეალი”, “პორტუ” და “სევილია”.

“ნაპოლი” – პსჟ, “სიტი”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი”, “რეალი”, “პორტუ” და “სევილია”.

“ბარსელონა” – პსჟ, “ბენფიკა”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი” და “პორტუ”.

“ატლეტიკო” – პსჟ, “ბენფიკა”, “სიტი”, “ლევერკუზენი” და “პორტუ”.

“მონაკო” – “ბენფიკა”, “სიტი”, “ბაიერნი”, “პორტუ” და “სევილია”.

“დორტმუნდი” – პსჟ, “ბენფიკა”, “სიტი”, “პორტუ” და “სევილია”.

“ლესტერი” – პსჟ, “ბენფიკა”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი”, “რეალი” და “სევილია”.

“იუვენტუსი” – პსჟ, “ბენფიკა”, “სიტი”, “ბაიერნი”, “ლევერკუზენი”, “რეალი” და “პორტუ”.

პსჟ – “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “დორტმუნდი”, “ლესტერი” და “იუვენტუსი”.

“ბენფიკა” – “არსენალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “ლევერკუზენი”, “დორტმუნდი”, “ლესტერი” და “იუვენტუსი”.

“სიტი” – “ნაპოლი”, “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი” და “იუვენტუსი”.

“ბაიერნი” – “არსენალი”, “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “მონაკო”, “ლესტერი” და “იუვენტუსი”.

“ლევერკუზენი” – “არსენალი”, “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “ლესტერი” და “იუვენტუსი”.

“რეალი” – “არსენალი”, “ნაპოლი”, “მონაკო”, “ლესტერი” და “იუვენტუსი”.

“პორტუ” – “არსენალი”, “ნაპოლი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “მონაკო”, “დორტმუნდი” და “იუვენტუსი”.

“სევილია” – “არსენალი”, “ნაპოლი”, “მონაკო”, “დორტმუნდი” და “ლესტერი”.

თუ როგორ დაწყვილდებიან მერვედფინალურ ეტაპზე გუნდები, ამას 12 დეკემბერს, ორშაბათს, ნაშუადღევს შევიტყობთ. უშუალოდ, მერვედფინალური მატჩების ჩატარების თარიღებს რაც შეეხება – პირველი შეხვედრები 14/15 და 21/22 თებერვალს, ხოლო საპასუხო თამაშები კი, 7/8 და 14/15 მარტს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111006