ფეხბურთი

17:27 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებისა და “ატლეტიკოს” ექსმცველმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა

მიონხენგლადბახის “ბორუსიას” 27 წლის მცველმა ალვარო დომინგესმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად ესპანელმა ფეხბურთელმა ამცნო საზოგადოებას ტვიტერის გვერდიდან. კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზი კი ზურგის ქრონიკული ტრავმა გახდა.

დომინგესმა ბოლოს ერთი წლის წინ, “ინგოლშტადტის” წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდგომ ლაზარეთში იმყოფებოდა. ხსენებული მიზეზის გამო ბოლო სეზონახევარში ალვარომ მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა.

ალვარო დომინგესმა ფეხბურთის თამაში მადრიდის “ატლეტიკოში” დაიწყო და “როხიბლანკოს” ძირითადი შემადგენლობის წევრიც იყო 2012 წლამდე. შემდგომ კი, “გლადბახში” განაგრძო კარიერა. სხვათა შორის, მას 2-ჯერ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

0.111675