ფეხბურთი

14:50 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: “ლუდოგორეცს დიდი მადლობა”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “ლუდოგორეცს” ემადლიერება, რომლის მიერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პსჟ-სთან ნათამაშებმა ფრემ (2:2), “მეთოფეებს” ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების საშუალება მისცა.

“ლუდოგორეცმა” კარგად ითამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ შედეგისთვის. ეს, ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაში დაგვეხმარა. ვნახოთ რას მოგვიტანს პირველი ადგილის დაკავება მომავალში”- განაცხადა “ბაზელთან” მოგებული მატჩის (4:1) შემდეგ ვენგერმა.

ჩემპიონთა ლიგის ა ჯგუფში “არსენალი” პირველ ადგილზე 14 ქულით გავიდა, ხოლო პარიზული კლუბი პლეი-ოფში მეორე ადგილიდან იასპარეზებს, პსჟ-მ 12 ქულა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119733