თამაშგარე

11:33 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიზეტ კამპანომ რონალდუ უარყო

ახალგაზრდობაში და სიყმაწვილეში ალბათ ყველას გვქონია პერიოდი, როდესაც მავანი ცნობილი ადამიანი ნამეტნავად შეგვყვარებია და წლების შემდეგ ცოტათი შეგვრცხვენია კიდეც ამ სიყვარულის. სწორედ ასე დაემართა დაშხოშიან პერუელ მოდელს, ლიზეტ კამპანო იდალგოს, რომელსაც ამ ხუთი წლის წინ კრიშტიანუ რონალდუზე ჰქონდა გული შევარდნილი.

ახლა მშვენიერი ლიზეტი ამბობს, მაშინ კიდევ უფრო თავქარიანი და ნამეტნავად ახალგაზრდა ვიყავი და უნდა მაპატიოთ გამუდმებით რონალდუზე რომ ვაბოდებდიო. პატიებით ჩვენ რა უნდა ვაპატიოთ, თავისი საქმის ყველამ თვითონ იცის, მაგრამ იმ პეროდში რონალდუ მშვენიერ ირინა შეიკთან კოტრიალობდა და მაშინ ნამდვილად არ ეცალა პერუელი ასულისათვის./

ლიზეტ კამპანო იდალგომ რონალდუს ტრფობასთან ერთად, მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრობასაც დაანება თავი და ახლა როგორც თავად იძახის, მისი მთელი ენერგია და საგულშემატკივრო “მუღამი” პერუს საფეხბურთო ნაკრებს ეკუთვნის/ უბრუნდება ქალი ფესვებს. რას ერჩით...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126758