ფეხბურთი

18:47 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: “მონპელიესთან” თამაში უნდა დავივიწყოთ”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ფეხბურთელებს “მონპელიესთან” წაგებული თამაშის (0:3) დავიწყებას ურჩევს. მისი განცხადებით, ახლა მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე “ლუდოგორეცის” დამარცხებაა.

“მონპელიესთან” თამაშმა ფეხბურთელებზე ცუდი გავლენა მოახდინა. ამიტომ, ეს თამაში რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან მომავალი უფრო მნიშვნელოვანია. ახლა ფოკუსირება მხოლოდ “ლუდოგორეცთან” მატჩზე გვმართებს”, - განაცხადა ემერიმ.

“პარი სენ ჟერმენი” თავის ჯგუფში 11 ქულით “არსენალთან” ერთად ლიდერია, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობას ფლობს და ამიტომაც, პირველ ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117984