ფეხბურთი

16:29 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “შეგვიძლია “ბაიერნს” პრობლემები შევუქმნათ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩის წინ მეტოქეს, “ბაიერნს” აქებს და ამბობს, რომ ძალიან ძლიერი გუნდია.

“რა თქმა უნდა გვინდოდა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავსულიყავით. ეს არ იყო ადვილი, რადგან მეტოქეებად “ბაიერნი”, პსვ და “როსტოვი” გვყავდა, მაგრამ მოვახერხეთ და სახლში სამივე თამაში მოვიგეთ. “ბაიერნი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც სხვადასხვა სქემით შეუძლია თამაში. ასე იყო პეპ გვარდიოლას დროს და ასეა ახლაც, კარლო ანჩელოტის პერიოდში. მეტოქის თამაშს ანალიზი გავუკეთეთ და შეგვიძლია დღეს პრობლემები შევუქმნათ”, - თქვა სიმეონემ.

“ატლეტიკომ” “ბაიერნს” პირველი თამაში 1:0 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გარანტირებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119877