ფეხბურთი

14:17 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ვიცით, რომ კარგად ვერ ვთამაშობთ”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის. როგორც ანჩელოტიმ განაცხადა, მიუხედავად პირველ ადგილზე ვერგასვლისა, შეხვედრას მაინც დიდი დატვირთვა აქვს.

“ჩვენ ვერ შევასრულეთ ჯგუფურ ეტაპზე დასახული მიზანი, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში გვინდა მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. ამიტომ, მოტივაცია მაღალი გვექნება. თანაც, უძლიერეს მეტოქეს ვეთამაშებით. ვიცით, რომ ამ სეზონში საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი დროა და ველოდებით, რომ ხარისხს გავაუმჯობესებთ”, - თქვა ანჩელოტიმ.

“ბაიერნი” ჯგუფში მეორე ადგილზეა 9 ქულით და “ატლეტიკოსთან” გამარჯვების შემთხვევაშიც ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დაიკავებს. მატჩი 23:45 წუთზე დაიწყება.

0.125822