თამაშგარე

11:44 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა და სექსმოწყურებულები

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ჯერ კიდევ სამი წლის წინ, საფეხბურთო სტადიონების ტრიბუნებზე სექსი აიკრძალა და ამის ჩამდენთ საკმაოდ დიდი ფინანსური ჯარიმები დაეკისრათ, საბოლოო ჯამში დამკვიდრებულ “ტრადიციას” მაინც ვერაფერი მოუხერხეს და ბუნდესქვეყნის ტრიბუნები კვლავაც ვნებიანად ზანზარებს.

ალბათ თავადაც მიხვდით, რომ სექსის მსურველი წყვილები სტადიონებს ძირითადად მაშინ სტუმრობენ, როდესაც იქ საფეხბურთო მატჩები არ იმართება, თუმცა ყველაზე რისკიანები და ექსტრიმის მოყვარულები შუა მატჩის დროსაც არ ამბობენ უარს კრუტუნზე და ფეხების აპლაკვა-ჩამოპლაკვაზე.

როდესაც საფეხბურთო მატჩები არ იმართება, გერმანიის სტადიონების აბსოლუტური უმრავლესობა დამთვალიერებლებისა და ტურისტებისათვის სრულიად ღიაა და ვისაც როგორ უნდა ისე შედის და გამოდის. აი სწორედ ამ დროს იხელთებენ ხოლმე დროს სექსის მსურველნი და შემდეგ რაც ხდება გაგაოცებთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119748