ფეხბურთი

2:52 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “მიდლსბროს” რამირესმა მოაგებინა

პრემიერლიგის მე-14 ტურის დასკვნითი შეხვედრა “რივერსაიდ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მიდლსბრომ” “ჰალი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

აიტორ კარანკას შეგირდები მთელი მატჩის განმალობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ყველა სათამაშო კომპონენტში აისახა. მასპინძლებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ერთის გამოყენება მოახერხეს: მე-60 წუთზე ვიქტორ ფიშერმა კუთხური მოაწოდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გასტონ რამირესმა კი იყოჩაღა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი – 1:0.

“მიდლსბრო” 15 ქულით მე-13 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “ჰალი” 11 ქულით მე-19 საფეხურზეა.

მიდლსბრო – ჰალი 1:0 (0:0)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, ჩემბერსი, გიბსონი, ბარაგანი, ფაბიო, ფორშოუ, კლეიტონი, დე როონი, გ.რამირესი (დაუნინგი 87), ფიშერი (სტუანი 81), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

ჰალი (4-4-1-1): მარშალი, კ.დევისი, დოუსონი, რობერტსონი, ელმოჰამადი, კლუკასი, ლივერმორი (ჰადლსტოუნი 62), მეისონი (ბოუენი 62), სნოდგრასი, ჰენრიკსენი (მეილერი 81), დიომანდე.
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

გოლი: გ.რამირესი (60)
გაფრთხილებები: ფაბიო – ლივერმორი
მსაჯი: მაიკლ დინი

0.112022