ფეხბურთი

0:50 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - ნოემბერში საუკეთესო თორნიკე ოქრიაშვილია

ნოემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა – worldsport.ge-ს ყოველთვიურ გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” სწორედ რუსული “კრასნოდარის” ლეგიონერმა მოიგო, თანაც დიდი უპირატესობით.

“ოქრის” მთლიანობაში გამოკითხულთა 41.6%-მა დაუჭირა მხარი და მეორე ადგილზე გასულ, საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ფორვარდ ბუდუ ზივზივაძეს დიდი უპირატესობით აჯობა – თავის მხრივ, ზივზივაძემ ხმების 22.1% მიიღო. მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა ქუთაისის “ტორპედოს” მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე – 19.4%.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 620 ადამიანმა მიიღო. საბოლოო ექვსეული კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

თორნიკე ოქრიაშვილი – 41.6%

ბუდუ ზივზივაძე – 22.1%

გიორგი ქიმაძე - 19.4%

ლაშა დვალი – 7.1%

გიორგი ქვილითაია – 6.5%

გიორგი ჭანტურია – 3.4%

თორნიკე ოქრიაშვილმა ჩვენი ყოველთვიური გამოკითხვა, “თქვენ ირჩევთ” პირველად მოიგო.

თორნიკემ ნოემბერში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. თუმცა, ისეთი მნიშვნელობის, სილამაზის და ისეთ დროს, რომ ალბათ, სწორედ ამ გოლმა განაპირობა მისი გამარჯვება. “ზენიტთან” გატანილ შედევრზე კი, ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ იგივე გამოკითხვა სექტემბერში ჯანო ანანიძემ, ხოლო ოქტომბრის თვეში ვალერიან გვილიამ მოიგო.

იანვრის დასაწყისში კი, worldsport.ge ისევ შემოგთავაზებთ გამოკითხვას და შესაბამისად, 2016 წლის ბოლო თვის, დეკემბრის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, ისევ თქვენ, მკითხველი გამოავლენთ.

0.114894