ფეხბურთი

2:23 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ატალანტა" მიწაზე დაუშვა

ბერგამოს “ატალანტას” იტალიაში ახალ “ლესტერად” მოიხსენიებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, აპენინელი ექსპერტები აჩქარდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჯამპიერო გასპერინის გუნდის მოგებათა ექვსმატჩიანი სერია ტურინში, “იუვენტუსთან” შეწყდა.

“ბებერმა ქალბატონმა”, რომელსაც ბოლო პერიოდში კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, “კერკეტ კაკალს” ძალზე ადვილად აჯობა. “იუვეს” უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წუთითაც არ დამდგარა და ეს ყველაფერი შედეგში მალევე აისახა – ჯერ ალექს სანდრომ გაიტანა ლამაზი გოლი შორი მანძილიდან, 4 წუთში კი მირალემ პიანიჩის კუთხურს დანიელე რუგანის ზუსტი თავური მოჰყვა. მერე, მასიმილიანო ალეგრის გუნდი თამაშს მშვიდად აკონტროლებდა.

მეორე ტაიმში გუნდებმა მხოლოდ გოლები გაცვალეს – მარიო მანჯუკიჩის ზუსტ დარტყმას სტუმართა მხრიდან ფროილერმა უპასუხა და თავისიანიებს მშრალი წაგება ააცილა თავიდან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სერია ა-ში 8 გოლი “იუვენტუსის” მცველების ანგარიშზეა, რაც საუკეთესო შედეგია მთელ ჩემპიონატში – ორ-ორჯერ რუგანი და კიელინიმ, თითოჯერ კი, ლიხტშტაინერმა, ალექს სანდრომ, ბონუჩიმ და დანი ალვესმა იხეირეს.

“იუვენტუსი” – “ატალანტა” 3:1 (2:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (ლემინა 61), მარკიზიო, სტურარო; პიანიჩი (ევრა 78); მანჯუკიჩი (კუადრადო 76), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი (გრასი 55), კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (დ’ალესანდრო 75); გომესი, პეტანია (პეშიჩი 56)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ალექს სანდრო (15), 2:0 რუგანი (19), 3:0 სტურარო (64), 3:1 ფროილერი (82)

გაფრთხილება: ლიხშტაინერი (31), რუგანი (35), სტურარო (70) – ფროილერი (26), კესიე (31)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (9) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

თეგებისერია A
0.221368