ფეხბურთი

23:52 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსის” ვერ აჩერებენ

ბრწყინვალე ფორმაშია ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც გასვლაზე უშუალო კონკურენტი “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა და პრემიერლიგაში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და ბევრი საგოლე მომენტით დახუნძლული გამოდგა. საწყის 45 წუთში ორივე გუნდმა რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გაატანა ქარს, თუმცა გოლი მაინც გავიდა: 45-ე წუთზე ხესუს ნავასის ჩაწოდებულს გარი კეჰილის ავტოგოლი მოჰყვა და ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, მათ ანგარიშის გაზრდის რამდენიმე დიდებული შანსი ჰქონდათ, რომელთაგან გამოსაყოფი კევინ დე ბრუინის 100%-იანი მომენტია: ბელგიელმა მოთამაშემ დაახლოებით ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ შეძლო გატანა - ბურთი ხარიხას გაარტყა.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო “ქალაქელები” დაისაჯნენ: მე-60 წუთზე დიეგო კოშტა ჩინებულად გაისარჯა, ნიკოლას ოტამენდის იოლად გაუსწორდა და კლაუდიო ბრავოს აუღებელი დაურტყა. 10 წუთში “ჩელსი” უკვე დაწინაურდა: სტუმრებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, კოშტას პასით ვილიანი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავის გუნდი დააწინაურა. 90-ე წუთზე კი, “არისტოკრატებმა” მორიგი შედეგიანი შეტევა განახორციელეს, რომელიც ედენ აზარის გოლით დასრულდა – 1:3.

შეხვედრის ბოლო წუთებზე ვითარება ძალიან დაიძაბა. სერხიო აგუერომ დავიდ ლუისის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რასაც სხვა მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ აგუეროს გარდა, მსაჯმა მოედნიდან ფერნანდინიოც გააძევა, რომელიც ფაბრეგასის წინააღმდეგ არასპორტული საქციელით გამოირჩა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელმა მოთამაშემ პირველმა გაარტყა მეტოქეს და გაძევებას ისიც იმსახურებდა.

იმარჯვეს სხვა ლონდონურმა კლუბებმაც: “ტოტენჰემმა” “უაით ჰართ ლეინზე” აუტსაიდერი “სუონსი” მიიღო და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. “არსენალმა” გასვლაზე თანაქალაქელი “ვესტ ჰემი” გაანადგურა. გამოსარჩევია, ალექსის სანჩესის ჰეთ-თრიკი, ხოლო “კრისტალ პალასმა” წაგებათა 6-მატჩიანი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” გაანადგურა.

გასავარდნ ზონას მიუახლოვდა მოქმედი ჩემპიონი “ლესტერი”, რომელიც გასვლაზე “სანდერლენდთან” დამარცხდა. “სტოკმა” შინ “ბარნლი” დაამარცხა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “უოტფორდს” სძლია.

მანჩესტერ სიტი – ჩელსი 1:3 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (3-4-2-1): ბრავო, სტოუნზი (იჰეანაჩო 78), კოლაროვი, ოტამენდი, ფერნანდინიო, გიუნდოგანი (ტურე 76), ნავასი, სანე (კლიში 69), სილვა, დე ბრუინი, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, კანტე, მოზესი, ალონსო, პედრო (ვილიანი 50), აზარი (ბაჩუაი 94), კოშტა (ჩალობა 85).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 კეჰილი (45 ს.კ.), 1:1 კოშტა (60), 1:2 ვილიანი (70), 1:3 აზარი (90)
გაფრთხილებები: ოტამენდი, ნავასი - კანტე, ჩალობა, ფაბრეგასი
გაძევებები: აგუერო (96), ფერნანდინიო (97)
მსაჯი: ენტონი ტეილორი

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 3:0 (2:0)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დელანი, დანი, ტომკინსი (კელი 89), იარდი, ლედლი, მაკარტური (ფლამინი 89), ზაჰა, პანჩონი, თაუნსენდი (საკო 80), ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, ჰიობერგი (სიმსი 59), რომეუ, უარდ-პროუსი, ბუფალი (ლონგი 76), რედმონდი, ოსტინი (მაკქუინი 76).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0, 3:0 ბენტეკე (33; 85), 2:0 ტომკინსი (36)
გაფრთხილებები: ტომკინსი, მაკატური, ბენტეკე – ოსტინი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

სტოკი – ბარნლი 2:0 (2:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, მუნიესა, ინდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, იმბულა, ადამი (ველანი 87), შაქირი (ალენი 61), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 71), დიუფი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ბარნლი (4-4-2): რობინსონი, კინი, მი, იარდი, ფლანაგანი (ტარკოვსკი 81), მარნი, ჰენდრიკი, არფილდი (კიგტლი 90), ბოიდი (ვოკსი 77), ა.გრეი, ბარნესი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

გოლები: 1:0 უოლტერსი (20), 2:0 მუნიესა (35)
გაფრთხილებები: მუნიესა, იმბულა, დიუფი – ჰენდრიკი, ბარნესი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სანდერლენდი – ლესტერი 2:1 (0:0)

სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, კონე, ჯილობოჯი, ჯონსი, ვან აანჰოლტი, დანაიერი (კირხოფი 46), ნდონგი, პიენაარი (ს.ლარსონი 46), უოტმორი (მანკილიო 85), ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ლესტერი (4-4-2): ცილერი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, კინგი, ამარტი, მაჰრეზი (მუსა 73), ოლბრაიტონი (დ.გრეი 73), ვარდი, სლიმანი (ოკაზაკი 68).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 ჰუტი (64 ს.კ.), 2:0 დეფო (77), 2:1 ოკაზაკი (80)
გაფრთხილებები: ვან აანჰოლტი, ს.ლარსონი, ჯილობოჯი – ფუჩსი
მსაჯი: ანდრე მარინერი

ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 3:1 (2:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, დოუსონი, ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, მორისონი (ჩადლი 75), ფილიპსი, ბრანტი (მაკკლინი 80), რონდონი (რობსონ-კანუ 88).
მწვრთნელი: ტონი პულისი

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კაბასელე, პროდლი, ზუნიგა (იგალო 77), ჰოლებასი, კაპუ, გედიურა, ამრაბატი, რ.პერეირა, ოკაკა (სინკლერი 94), დინი.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი

გოლები: 1:0 ევანსი (16), 2:0 ბრანტი (34), 2:1 კაბასელე (60), 3:1 ფილიპსი (91)
გაფრთხილებები: მაკოლი, მაკკლინი – დინი
გაძევება: რ.პერეირა (84)
მსაჯი: გრემ სკოტი

ტოტენჰემი – სუონსი 5:0 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, დაიერი, როუზი, უოლკერი, დემბელე (ვინკსი 83), ვანიამა, სონი (სისოკო 71), ერიკსენი, ალი, კეინი (ონომა 87).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ამატი, ვან დერ ჰოორნი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, ფულტონი (ფ.ლორენტე 46), კორკი, ფერი, მონტერო (ბასტონი 63), ბაროუ (რუტლიჯი 71), სიგურდსონი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

გოლები: 1:0, 3:0 კეინი (39 პენ; 49), 2:0 სონი (45+1), 4:0, 5:0 ერიკსენი (70; 92)
გაფრთხილებები: ფულტონი, ფაბიანსკი, ამატი, ფერი
მსაჯი: ჯონათან მოსი

ვესტ ჰემი – არსენალი 1:5 (0:1)

ლონდონი, “ოლიმპიური სტადიონი”

ვესტ ჰემი (3-4-2-1): რენდოლფი, რიდი, ოგბონა, კოლინსი (არბელოა 7), ობიანგი, ნობლი (კეროლი 73), მასუაკუ, ე.ფერნანდესი (ა.აიუ 63), ლანცინი, პაიე, ა.ფლეტჩერი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, პაულისტა, მონრეალი, ჯაკა, კოკლენი (ელნენი 87), ოზილი (ივობი 88), ჩემბერლენი, უოლკოტი (რემსი 66), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ოზილი (24), 0:2, 0:3, 1:5 სანჩესი (72; 80; 86), 1:3 კეროლი (83), 1:4 ჩემბერლენი (84)
გაფრთხილებები: ფლეტჩერი, რიდი, არბელოა – კოკლენი, კოშელნი, მუსტაფი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.217822