სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
მძლეოსნობა

12:32 | 3.12.2016 | ნანახია 17757 - ჯერ

ბოლტის მე-6 აღიარება

9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად სარეკორდოდ მეექვსედ დაასახელა. იამაიკელმა რიოში გამართულ ოლიმპიადაზე სამი მედალი 100, 200 და 4X100 მეტრ დისტანციებზე მოიგო. აქამდე უსეინი საუკეთესო 2008, 2009, 2011, 2012 და 2013 წლებში გახდა. ბოლტი კარიერას შემდეგ წელს, ლონდონში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამთავრებს.

ეთიოპიელი ალმაზ აიანა, რომელმაც რიოში 10 000 მეტრ დისტანციაზე რეკორდი 14 წამით გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა, წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა. აფრიკელმა 23 წლიანი რეკორდი დაამხო და ზემოთნახსენები დისტანცია 29 წუთში და 17.45 წამში დაფარა. 25 წლის ქალბატონმა 5 000 მეტრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

22 წლის კანადელი ანდრე დე გრასი, რომელმაც რიოში 200 მეტრზე ვერცხლის მედალი, ხოლო 100 მეტრზე ბრინჯაო მოიპოვა, ამომავალ ვარსსკვლავად დაასახელეს. ქალბატონებში კი აღნიშნული ტიტული რიოს ჰეპტატლონის გამარჯვებულ ნაფისატუ ტიამს ხვდა წილად.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:06 | 09.04.2017
drogba_ (10408)

პოეტობა-მოდაშია-თუ-სიტყვების-რახარუხი
იგივეა-უცხოელმა-რომ-მოირგოს-ახალუხი
არას-გარგებთ-სიყალბე-ჯობია-მოეგოთ-გონს
დამიჯერეთ-ასე-სჯობს-ნუ-შეტოპავთ-შორს

ნუ-გგონიათ-ლექსის-წერა-მარტივი-და-ადვილი
აზრი-თუ-არ-ჩააქსოვეთ-ვერ-გამოვა-ნამდვილი
შემოქმედებას-იბრალებთ-თქვენი-ლექსები-პროზაა
გრამატიკა-და-რითმები-კონტექსტისაგან-შორსაა

ყველამ-ის-საქმე-აკეთეთ-რაც-თქვენია-ნამდვილად
ნიჭი-რისიც-არაგაქვთ-ნუ-დაიბრალებთ-მარტივად
ყველაზე-მეტად-მაკვირვებს-კატეგორია-იმ-ხალხის
შემოქმედების-ფასი-ვინც-იცის-ცუდისა-და-კარგის

რატომ-იწონებთ-სიყალბეს-რატომ-აძლევთ-მაგალითს
ნუთუ-ვაჟა-და-ილია-თქვენთვის-არაფრად-აღარ-ღირს
თუ-ძნელია-სიყალბის-და-სინამდვილის-გარჩევა
ნუ-კი-მოგწონთ-მიახვედრეთ-რომ-ისწავლონ-არჩევა







14:20 | 31.01.2017
ukleba (17202)

მაგარი კაცი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.088863