ძიუდო

10:40 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტამი სტარტზევე დამარცხდა

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ) ტოკიოს გრან სლემს საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. ძიგორო კანოს ტრადიციულ მემორიალზე სტამი პირველ წრეში იაპონელ ნაეკო მადეას დაუპირისპირდა და უილეთო შეხვედრაში, ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

დღეს ტოკიოს გრან სლემზე ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორის 63 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდებიან. მამაკაცებში კი მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს იაპონურ ტატამზე მხოლოდ ესტერ სტამი წარმოადგენდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112075