ფეხბურთი

2:16 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ინტერი" აბურთავა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XV ტური საინტერესო და ლამაზი თამაშით დაიწყო – ნეაპოლში, “ნაპოლიმ” მილანის “ინტერი” აშკარად დაჩაგრდა და დამსახურებულადაც მოიპოვა სამი ქულა.

აღნიშნულ მატჩში შეიძლება ითქვას ყველაფერი საწყის 6 წუთში გადაწყდა: ჯერ პიოტრ ზიელინსკიმ აიღო სამირ ჰანდანოვიჩის კარი, მერე მარეკ ჰამშიკმა. პოლონელი ნახევარმცველის გოლი მართლაც ლამაზი გამოვიდა იმ კომბინაციის გათვალისწინებით, რაც მასპინძლებმა გაითამაშეს. რაც შეეხება ჰამშიკს, მან “ნაპოლის” რიგებში 104-ე გოლი შეაგდო და გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე ურუგვაელ ედინსონ კავანის გაუტოლდა.

შეხვედრას წერტილი ლორენცო ინსინიემ დაუსვა მეორე ტაიმის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გახლდათ, რაზეც ის ფაქტიც მოწმობს, რომ პირველ ტაიმში გუნდებმა კარის ჩარჩოში 11-ჯერ დაარტყეს (“ნაპოლი” – 7, “ინტერი” – 4), რაც მიმდინარე სერია ა-ში სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ.

“ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონატში მეოთხე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და სამეულს მიუახლოვდა, აი, “ინტერის” საშველი კი როგორც ჩანს არც სტეფანო პიოლის ხელშია. არადა, პიოლის აქამდე “სან პაოლოზე” ოთხი თამაში ჰქონდა მოგებული, მაგრამ “ინტერნაციონალესთან” ერთად ამის გაკეთებას მხოლოდ მომავალში თუ მოახერხებს.

“ნაპოლი” – “ინტერი” 3:0 (2:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 36 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი (მაჯო 61), ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (როგი 76); კალეხონი, გაბიადინი, ინსინიე (ჯაკერინი 58)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბორიზო, რანოკია, მირანდა, ანსალდი; ბროჟოვიჩი, კონდოგბია (ჟოაო მარიო 55); კანდრევა (პალასიო 77), ბანეგა (ედერი 46), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ზიელინსკი (2), 2:0 ჰამშიკი (6), 3:0 ინსინიე (51)

გაფრთხილება: ზიელინსკი (45), ალბიოლი (67) - რანოკია (5), ანსალდი (45), ბროჟოვიჩი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (14) – 15 (9) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 12 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 12, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, მოჰამედ სალაჰი (“რომა”) – 8.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141262