ფეხბურთი

21:33 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “გულშემატკივარს იმედი არ უნდა გავუცრუოთ”

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ჩემპიონი მისი გუნდი გახდება. როგორც გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა worldsport.ge-სთან საუბარში განაცხადა, “სამტრედია” მზადაა ფინალის სათამაშოდ და ფეხბურთელები ორივე შეხვედრას მობილიზებულნი ხვდებიან.

“განწყობა რა თქმა უნდა, ამაღლებული და საბრძოლოა მთლიანად გუნდში. ყველამ ვიცით, რომ რთული თამაში იქნება და ამისთვის ვემზადებით. თვითონ უშუალოდ გუნდის სამზადისს რაც შეეხება, ვარჯიშები იდეალურად მიმდინარეობდა და მიმაჩნია, რომ 100%-ით ვართ მზად. ყველა მობილიზებულია და “ჩიხურასთან” თამაშზე ფიქრობს. ვათვითცნობიერებთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაშები ჩვენი კარიერისთვის.

სახლში თამაშის ფაქტორი რა თქმა უნდა, უპირატესობას გვანიჭებს და ეს უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ. უამრავი გულშემატკივარი მოვა, რომლებსაც იმედი არ უნდა გავუცრუოთ. მჯერა, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება”, - გვითხრა ზივზივაძემ.

“სამტრედიისა” და “ჩიხურას” შეხვედრა შაბათს, 14:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123046