ფეხბურთი

21:15 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა “დინამოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ “დინამო” თბილისთან შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ 21 წლის ფეხბურთელის ფეისბუქგვერდი იტყობინება. როგორც ცნობილი ხდება პაპუნაშვილმა გუნდთან ახალი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

პაპუნაშვილი “დინამოს აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში სისტემატურად 2013 წიდან ხვდება. 2014-2015 წლების სეზონში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 21 თამაშში გატანილი 14 გოლით.

მერე იყო ერთწლიანი საიჯარო მოგზაურობა ბრემენის “ვერდერის” მეორე გუნდში, საიდანაც გიორგი ისევ თბილისურ კლუბს დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში ნიჭიერმა ფეხბურთელმა 10 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.109883