ფეხბურთი

19:11 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სქურისა" და "კოლხეთის" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს

2 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩი წალენჯიხაში, ადგილობრივ "სქურსა" და ხობის "კოლხეთს" შორის 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11529