ავტოსპორტი

1:24 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის 2017 წლის კალენდარი გერმანიის გარეშე

მსოფლიო მოტორსპორტის საბჭომ, ვენაში ფორმულა 1-ის 2017 წლის კალენდის საბოლოო ვერსია დაამტკიცა. მასში 20 ეტაპია შეტანილი, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის დიდი პრიზის გარეშე დარჩა. დაკიდევ, გასული სეზონისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ეტაპი აღარ დაემთხვევა ლე მანის 24-საათიან რბოლას, რაც ფ1-ის პილოტებს, სარტეს ტრეკზე გამოსვლის საშუალებას მისცემს.

კალენდრის პირველად ვარიანტში, ბაქოს რბოლა ლემანს ისევ ემთხვეოდა, მაგრამ მისი ორგანიზატორების თხოვნით, აზერბაიჯანის დიდი პრიზი (გასულ სეზონში მას ევროპის დიდი პრიზი ერქვა) ერთი კვირით გვიან გაიმართება. მის კვალობაზე, თითო კვირით გადასწიეს ბაქოს შემდგომი - ავსტრიის და ბრიტანეთის ეტაპები. ამის გამო, სილვერსტოუნის ეტაპი, ფორმულა E-ს ნიუ იორკის ეტაპს დაემთხვა.

კალენდარში დარჩა იტალიის დიდი პრიზიც, რომელსაც ისევ მონცა უმასპინძლებს. მილანის მეზობელ ქალაქს ბერნი ეკლსტოუნთან შეთანხმება ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა მიღწეული, თუმცა მაშინ იტალიური ეტაპის მასპინძლობაზე პრეტენზიას იმოლაც აცხადებდა, რომლის მფლობელებმაც, მონცას რბოლის ორგანიზატორებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სასამრთლოში გასაჩივრება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სწორედ ამის შემდეგ დამტკიცდა მონცას ადგილი მომავალი სეზონის კალენდარში.

რაც შეეხება გერმანიას, ჰოკენჰაიმრინგის მფლობელებმა უარი თქვეს ნურბურგრინგის ნაცვლად რბოლის მასპინძლობაზე, თუმცა იმავდროულად, მზად არიან, რომ გერმანულ ეტაპს ერთი სეზონის შემდეგ ისევ უმასპინძლონ. სწორედ ამის გამო დარჩა კალენდარში 20 და არა 21 ეტაპი.

ფ1-ის 2017 წლის კალენდარი

26 მარტი - მელბურნი (ავსტრალია)

9 აპრილი - შანჰაი (ჩინეთი)

16 აპრილი - სახირი (ბაჰრეინი)

30 აპრილი - სოჭი

14 მაისი - ბარსელონა (ესპანეთი)

28 მაისი - მონტე კარლო (მონაკო)

11 ივნისი - მონრეალი (კანადა)

25 ივნისი - ბაქო (აზერბაიჯანი)

9 ივლისი - ზალცბურგი (ავსტრია)

16 ივლისი - სილვერსტოუნი (ბრიტანეთი)

30 ივლისი - ბუდაპეშტი (უნგრეთი)

27 აგვისტო - სპა-ფრანკორშანი (ბელგია)

3 სექტემბერი - მონცა (იტალია)

17 სექტემბერი - სინგაპური (სინგაპური)

1 ოქტომბერი - სეპანგი (მალაიზია)

8 ოქტომბერი - სუზუკა (იაპონია)

22 ოქტმბერი - ოსტინი (აშშ)

29 ოქტომბერი - მექსიკო სიტი (მექსიკა)

12 ნოემბერი - სან პაულუ (ბრაზილია)

26 ნოემბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112895