ფეხბურთი

0:29 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი: “ბაიერნმა” რობენი უნდა შეინარჩუნოს

მიუნხენის “ბაიერნის” გამოცდილმა ვინგერმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა არიენ რობენი აუცილებლად უნდა შეინარჩნოს.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს მიუხენურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უწურება და ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება.

“არიენი “ბაიერნისთვის” უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები, როგორიც რობენია. მას აქვს დიდი გამოცდილება და სახელი. ის “ბაიერნის” ნაწილია.” – განაცხადა 33 წლის ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ რიბერი და რობენი გუნდელები 2009 წლიდან არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105138