ფეხბურთი

20:42 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი ნოემბრის თვის საუკეთესოებს შორისაა

თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა, ნოემბრის თვეში “კრასნოდარის” საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. რუსული კლუბის ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია.

ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და ძალზე მცირედით ჩამორჩება ლიდერს, შვედ კაპიტან ანდრეას გრანკვისტს. ოქრის ხმათა 19.49% აქვს, ხოლო სკანდინავიელს – 19.95%.

შეგახსენებთ, თორნიკემ ახლახან სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” მსაჯის ბოლო, მეოთხე დამატებულ წუთზე ულამაზესი “მაკრატელა” გაუტანა და თავის გუნდს მოაგებინა. ამ გოლის გამო კი, ქართველის მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა.

ხმის მიცემა კი მოცემულ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია - ბმული

0.141773