ფეხბურთი

19:09 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია კონფედერაციის თასს ბოიკოტს უცხადებს

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, შესაძლოა, 2017 წლის კონფედერაციის თასის გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რეინჰარდტ გრინდელმა განაცხადა, რომ ეს ტურნირი ზედმეტი და მავნეა ფეხბურთისთვის.

“კონფედერაციის თასი გახდა ანაქრონისტული და მავნე. კლუბებიც ჩივიან, რომ მათ ფეხბურთელებს ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ. ჩვენ ვთხოვთ ფიფას ამ საქმეში ჩარევას და არ გამოვრიცხავთ, რომ ტურნირზე უარი ვთქვათ”, - განაცხადა გრინდელმა.

კონფედერაციის თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იმართება და ამავე ტურნირის გენერალურ რეპეტიციად ითვლება. 2017 წლის ზაფხულში კონფედერაციის თასს რუსეთი უმასპინძლებს. გერმანია კი B ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც მას წინააღმდეგობას აფრიკის თასის გამარჯვებულთან ერთად, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები გაუწევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112813