ფეხბურთი

12:11 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიას დაახლოებით ექვსი თვე გაუცდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ეკატერინბურგის “ურალის” შემტევი გიორგი ჭანტურია ტრავმის გამო მოედანზე გასვლას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მოსკოვის “ლოკომოტივთან” შეხვედრის (1:1) 57-ე წუთზე დაშავდა. “ურალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გიორგის მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს პერიოდში ოპერაცია ჩაუტარდება. კლუბის სამედიცინო შტაბის პირველადი პროგნოზით, აღდგენითი პროცესი დაახლოებით ექვსი თვე გასტანს.

0.113841