ფეხბურთი

19:26 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის შურისძიების ისტორია...

თორნიკე ოქრიაშვილზე მთელი რუსეთი ლაპარაკობს – ამაში უცნაური არაფერია ქართველმა ისეთი გოლი და თან ისეთ დროს გაიტანა (VIDEO), კიდევ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი პრემიერლიგის პირველ წრეში საუკეთესო იყო. championat.com-მა “ოქრის” ვრცელი სტატია მიუძღვნა...

“ზენიტისგან” უარყოფილი ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი 14 წლის იყო, როდესაც “გაგრაში” სათამაშოდ მიიწვიეს, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. სწორედ მაშინ ითამაშა სეზონში 22 თამაში. 18 წლის ასაკში კი, “ზენიტს” შეუერთდა, რომელიც შეკრებას ავსტრიაში გადიოდა. როგორ იპოვა “ზენიტმა” ქართველი უცნობია, მაგრამ 2010 წელს, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მაშინდელი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მისით კმაყოფილი გახლდათ. თუმცა, მან ერთ კვირაში “ზენიტი” დატოვა და უკან არ დაბრუნებულა. მალე თორნიკე დონეცკის “შახტარში” ჩაირიცხა.

ოქრიაშვილი მირჩა ლუჩესკუმ დაიწუნა

“შახტარში” თორნიკეს ფეხბურთი იმდენად მოეწონათ რინატ ახმეტოვმა მაშინვე 15 ათასი ევრო შესთავაზა ფეხბურთელს. აღსანიშნავია, რომ ქართველს მეტსახელიც შეარქვეს “კენიელი” – იგი დაუსრულებლად ვარჯიშობდა. თუმცა, “შახტარი” ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მხოლოდ დროებითი ნავსაყუდელი იყო – ან სკამს ხეხავდნენ, ან სხვა გუნდებში მიდიოდნენ იჯარით. ოქრიაშვილმა მეორე გზა აირჩია და ჯერ “ილიჩევეცში”, შემდეგ კი “ჩერნომერეცში” ითამაშა წარმატებით.

მარიუპოლში მან იპოვა საუკეთესო მეგობარი დავით თარგამაძე – ის და თარგამაძე “ლესგინკასაც” კი ცეკვავდნენ ერთად, რომლის ვიდეოც ინსტაგრამზე გამოჩნდა. “ილიჩევეცში” მეგობრული ატმოსფერო იყო. ვიტალი ფედოტოვის იუბილეზე ქართველმა ადრიანო ჩელენტანოს სიმღერაც შეასრულა და ეს კარგად გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს, სიმღერა არ იცის. ოქრიაშვილმა “ილიჩევეცში” 5 გოლი გაიტანა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი მისგან მეტს მოითხოვდა – “იგი მენდობოდა, მაგრამ ყველა თამაშზე 100%-ზე მეტით დახარჯვას მთხოვდა. ასეთნაირად კი ცოტა მიძნელდებოდა”.

ოდესაში თორნიკემ მხოლოდ 6 თვე გაატარა, მაგრამ ამ დროში გუნდის ლიდერი და ნამდვილი ჯოკერი გახდა. “ჩერნომორეცის” მაშინდელი თავკაცი რომან გრიგორჩუკი ამბობს, რომ ქართველს ოდესაში დარჩენა სურდა, მაგრამ “შახტართან” მხარეები ვერ შეთანხმდნენო. ოქრიაშვილმა “შახტარი” ისე დატოვა, არც უთამაშია – ამას მან ასეთი ახსნა უპოვა: ითხოვდნენ მეთამაშა როგორც ბრაზილიელს, მაგრამ მე ქართველი ვარ” – ლუჩესკუ ოქრიაშვილის გამო ბერნარდისა და დუგალს კოშტას სკაზე დასმას მაინც არ აპირებდა...

ბელგიურ ფეხბურთსაც ვერ შეეწყო

შემდეგ იყო ოქრიაშვილის კარიერაში ბელგიური “გენკი”, სადაც მისი საწყისი ეტაპიც კი შოკისმომგვრელი იყო. უდისცილინობა, ჩხუბი თანაგუნდელთან, ალკოჰოლის მიღება, ვარჯიშების გაცდენა, ყველაფერი იმით დაგვირგივნდა, რომ ცოტა ხნით თბილისშიც წავიდა და გუნდის შეკრება დატოვა. მართალია, შემდეგ ოქრიაშვილმა ამ საქციელისთვის მოიბოდიშა, მაგრამ “გენკში” მას აღარ დაედგომობოდა, აღაც შოტლანდიელი ალექს მაკლიში ენდობოდა და ამიტომ, იჯარით თურქეთში, “ეშქირსჰერისფორს” მიაშურა, სადაც ცოტა ხანი დაჰყო.

“მარსელში” ჩაშლილი ტრანსფერი

“მარსელში” მისი გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო – ამ გუნდში ამჟამად ვერ იპოვით ბევრ ფულსა და ვარსკვლავებს, მაგრამ კარიერისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

“მარსელში” ახალი პრეზიდენტი მოვიდა კონტრაქტის გაფორმებამდე 2 დღით ადრე და მას სხვა კანდიდატურა ჰყავდა ჩემს პოზიციაზე. სწორედ ამიტომ ვერ გადავედი “მარსელში”, - იხსენებს ოქრიაშვილი. იქნებ, ასეც ჯობდა – მერე ფრანგული გუნდი რუდი გარსიამ ჩაიბარა, რომლის ტაქტიკასთან მორგება ქართველს ალბათ გაუჭირდებოდა.

მიუხედავად ბევრი უარისა, “კრასნოდარმა” ოქრიაშვილს მაინც დაუჯერა

“სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა, ოქრიაშვილის ტრანსფერი “მარსელში” ჩაიშალა და თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შესახებ 1 სექტემბერს გავიგე და მაშინვე “კრასნოდარის” გენერალურ დირექტორ ვლადიმირ ხაშიგს დავურეკე. მან მითხრა, რომ ფეხბურთელი სიაში არაა, მაგრამ რამდენიმე საათი დამაცადეო. კლუბმა დაადასტურა ინტერესი, მეორე დღეს ხაშიგთან ერთად თბილისში გავფრინდით და ფეხბურთელს ტრანსფერზე შევუთანხმდით. “კრასნოდარის” ოპერატიულობამ გამაკვირვა, რადგან დღემდე ბევრი რუსული გუნდი სამინისტორების მსგავსად მუშაობს – ათ ინსტანციას გადის ესა თუ ის ტრანსფერი გუნდში”, - ამბობს თემურ ლიპსია.

როდესაც ოქრიაშვილმა “კრასნოდარში” პირველად ივარჯიშა, იგი ვლადიმირ ბისტროვმა იცნო: “ჰეი, ვფიქრობ, გიცნობ!”, - 2010 წელს ისინი “ზენიტში” ერთად ვარჯიშობდნენ. ბისტროვი იყო გუნდის ლიდერი, ოქრიაშვილი კი, ახალგაზრდა ფეხბურთელი. დღეს ორივე კი, ორივე ერთად შემოდის “ზენიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ და ქმნიან დიდებულ ქამ-ბექს.

წლების მერე, თორნიკე ოქრიაშვილმა “ზენიტი” და მირჩა ლუჩესკუ დაამარცხა, ამაში ალბათ არის რაღაც სიმბოლური...

0.164744