ფეხბურთი

2:53 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო დაიძაბა - "იუვენტუსი" გენუაში დაიბრიყვეს

იტალიის სერია A-ს XIV ტურის შემდოგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ ლიდერსა და მდევარს შორის ქულათა სხვაობა შემცირდა – “იუვენტუსმა” მოულოდნელად “ჯენოასთან” წააგო უშანსოდ, რითაც გუშინ “მილანმა”, დღეს კი “რომამ” ისარგებლა.

მასიმილიანო ალეგრის პერიოდის “იუვენტუსმა” ალბათ ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ყოველშემთხვევაში ფაქტები ამაზე მეტყველებენ. თუნდაც ის, რომ “იუვემ” ალეგრის თავკაცობით სერია ა-ში პირველად გაუშვა სამი გოლი, ხოლო 2005 წლის შემდგომ ასევე პირველად მიიღო სამი ბურთი საკუთარ თამაშის საწყის 45 წუთში. გარდა ამისა, “იუვემ” 2013 წლის მერე პირველად წააგო ორბურთიანი სხვაობით. მოკლედ, ტურინელთა დღე არ ყოფილა. “იუვეს” დუბლი შეუსრულა დიეგო სიმეონეს ვაჟმა, ჯოვანიმ. სხვათა შორის, 6084 დღის შემდეგ “იუვენტუსის” კარში სიმეონემ ისევ გაიტანა – 2000 წლის 1-ელ აპრილს დიეგომ “ლაციოს” მაისურით დალაშქრა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კარი. აღსანიშნავია, რომ ტურინული გრანდი 0:3 უკვე 29-ე წუთისთვის აგებდა და გონს თამაშის ბოლომდე ვეღარ მოვიდა. ერთადერთი მირალემ პიანიჩმა შესძლო ულამაზესი საჯარიმო დარტყმით კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით დამარცხებისგან საკუთარი გუნდი.

“იუვენტუსის” წაფორხილებით კარგად ისარგებლა “რომამ” – “ჯალოროსიმ” შინ “პესკარას” საწყის წუთებში ორი გოლი გაუტანა და თითქოს საქმე მომთავრებული ჰქონდა, მაგრამ ნერვიულოა 90-ე წუთამდე მოუწია, რადგან სტურმებმა არაფერი დათმეს. დუბლით გამოირჩა ედინ ჯეკო, ვინც ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ სერია ა-ში მეოთხასე თამაში ჩაატარა დანიელე დე როსიმ. ახლა “რომა” “იუვეს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და მეორე-მესამე ადგილებს იყოფს “მილანთან” ერთად. საგულისხმოა, რომ “რომამ” ამ დროისთვის 33 გოლი გაიტანა და მე-14 ტურისთვის ასე შედეგიანად 1935 წლის შემდგომ არ უთამაშია.

მორიგი თამაში მოიგო რომის “ლაციომ” – “ბიანკოჩელესტემ” სტუმრად “პალერმოს” სძლია (1:0) და მეოთხეა. სხვათა შორის, სიმონე ინძაგის გუნდს 9 ტურია არ წაუგია და ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა 2013 წლის შემდგომ.

“ლაციოსი” არ იყოს, შეუჩერებელია ბერგამოს “ატალანტა” – ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ამჯერად სტუმრად “ბოლონიას” აჯობა ადვილად (2:0) და 28 ქულა დააგროვა. ჯამპიერო გასპერინის გუნდი მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს “ლაციოსთან” ერთად. მეორე ადგილთან სხვაობა კი კინკილა ქულაა. სხვათა შორის, “ატალანტამ” მიჯრით მეექვსე თამაში მოიგო...

XIV ტური ორშაბათს ორი მატჩით დასრულდება. “ინტერი” “ფიორენტინას” უმასპინძლებს, ხოლო “ნაპოლი” “სასუოლოს”.

“პალერმო” – “ლაციო” 0:1 (0:1)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 12 000

“პალერმო” (3-5-1-1): პოსავეცი; გოლდანიგა (ლო ფასო 80), გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ბრუნო ენრიკე (ბოუი 55), იაიალო, ჩოჩევი, ალეეზამი; დიამანტი (ქუაისონი 46); ნესტოროვსკი

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა, უოლასი, რადუ, ლულიჩი (ლუკაკუ 65); პაროლო, ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი; ფელიპე ანდერსონი (ჯორჯევიჩი 68), იმმობილე, კეიტა (ლომბარდი 82)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (31)

გაფრთხილება: გოლდანიგა (41), დიამანტი (42), ბოუი (75) – ლულიჩი (14)

გაძევება: გონსალესი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 13 (7) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“ბოლონია” – “ატალანტა” 0:2 (0:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დზემაილი, ვივიანი (ოკვონკვო 72), ტაიდერი; რიცო (ფლოკარი 46), დესტრო, კრეიჩი (მუნიე 83)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; მაზიელო, კალდარა, ძუკანოვიჩი; კონტი, კესიე, გალიარდინი (ფროილერი 86), სპინაცოლა; კურტიჩი; პეტანია (პეშიჩი 90), გომესი (დ’ალესანდრო 82)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 მაზიელო (15), 0:2 კურტიჩი (68)

გაფრთხილება: გასტალდელო (36), ვივიანი (61), მაიეტა (74), მაზინა (81), ტოროსიდისი (89) – გალიარდინი (20), კესიე (32)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 13 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“კალიარი” – “უდინეზე” 2:1 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 14 000

“კალიარი” (4-3-3): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პიზაჩანე; დი ჯენარო (ბიტანტე 62), ბარელა, პადოინი; ფარიასი (ჯანეტი 87), საუ (სალამონი 83), ბორიელო

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“უდინეზე” (4-4-2): კარნეზისი; ვიდმერი (ფარაონი 62), დანილო, ვაგუე, ალი ადნანი; კუმსი, ფოფანა, იანტკო, მატოსი (პერიცა 62); ტერო, ძაპატა (პენარადა 68)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ფარიასი (35, პენ), 1:1 ფოფანა (51), 2:1 საუ (59)

გაფრთხილება: დი ჯენარო (21), ბიტანტე (64), ისლა (68), საუ (71) – კარნეზისი (35), ფარაონი (66), ვაგუე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 14 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“კროტონე” – “სამპდორია” 1:1 (1:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 4 000

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ბარბერისი, მესბა (სტოიანი 78); როდენი, ფერარი, კრისეტიჯი (კაპეცი 88); ტროტა, ფალჩინელი, პალადინო (სტოიანი 78)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ტორეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, პერეირა, ლინეტი (პრატი 46); ალვარესი (ბრუნო ფერნანდესი 52); კვალიარელა, მურიელი (შიკი 88)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 ფალჩინელი (43), 1:1 ბრუნო ფერნანდესი (72)

გაფრთხილება: როზი (5), ტროტა (38), ფერარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (6) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“ჯენოა” – “იუვენტუსი” 3:1 (3:0)

გენუა, “ფერარისი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; რინკონი, კოფიე, რიგონი (გაკპე 87), ლაქსალტი; ოკამპოსი (ბირასკი 89), სიმეონე, ლაზოვიჩი (ედენილსონი 67)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ლიხშტაინერი (იგუაინი 53), ბონუჩი (რუგანი 33), ბენატია; დანი ალვეში, ხედირა (სტურარო 71), ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; კუადრადო, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 სიმეონე (3), 2:0 სიმეონე (13), 3:0 ალექს სანდრო (29, ა.გ), 3:1 პიანიჩი (82)

გაფრთხილება: რინკონი (24), კოფიე (82), ბირასკი (90) – კუადრადო (78), სტურარო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 12 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“რომა” – “პესკარა” 3:2 (2:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 31 000

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ბრუნო პერესი, რუდიგერი, ფაციო, ემერსონი; სტროტმანი, ჟერსონი (ტოტი 72); სალაჰი (ვერმაელენი 90), ნაინგოლანი (დე როსი 64), პეროტი; ჯეკო

მწრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“პესკარა” (3-4-2-1): ბიძარი; ვიტურინი (ვერე 46), ზუპარიჩი, ბირაგი; ძამპანო, მემუშაი, ბრუგმანი, კრეშენცი; ბენალი (კრისტანტე 78), პეპე; ბაჰებეკი (კაპრარი 5)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 ჯეკო (7), 2:0 ჯეკო (10), 2:1 მემუშაი (60), 3:1 პეროტი (71, პენ), 3:2 კაპრარი (74)

გაფრთხილება: რუდიგერი (32), ნაინგოლანი (39), ემერსონი (62) – ბირაგი (31), ზუპარიჩი (67), კაპრარი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 12 (7) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 12 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17273