ფეხბურთი

2:14 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ლიდერებმა იმარჯვეს

პრემიერლიგის მე-13 ტურის პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჩელსიმ” თანაქალაქელ “ტოტენჰემს” მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი აგემა.

მასპინძელთათვის შეხვედრა ცუდად დაიწყო და მე-11 წუთზე კრისტიან ერიკსენმა შორეული დარტყმით “ტოტენჰემი” დააწინაურა. “დეზებს” პირველი ტაიმი თითქოს უნდა მოეგოთ, მაგრამ 45-ე წუთზე პედრომ ულამაზესი გოლი შეაგდო და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი “არისტოკრატების” აქტიურობით დაიწყო და 51-ე წუთზე უმეთყვალყურეოდ დარჩენილმა ვიქტორ მოზესმა ახლო მანძილიდან შეძლო გატანა. სტუმრებს გასათაბრებლად დიდი დრო ჰქონდათ და ამისთვის ცდა არ დაუკლიათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და პირველი მარცხი განიცადეს – 2:1.

დღის გახსნითი შეხვედრა “ტურფ მურზე” გაიმართა, სადაც “ბარნლი” მარნის გოლით “მანჩესტერ სიტის” უგებდა, თუმცა 37-ე და მე-60 წუთებზე სერხიო აგუერომ ორი ბურთი გაიტანა და “ქალაქელებს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 1:2.

“ლივერპულმა” შინ გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი “სანდერლენდი” მიიღო და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა. სტუმრებმა დიდი ხნის განმალობაში გაძლეს და მხოლოდ 75-ე წუთზე გაუშვეს. გოლი დივოკ ორიჯიმ შეაგდო, რომელიც ტრავმირებული ფელიპე კოუტინიო ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე. ბრაზილიელმა მოთამაშემ მძიმე ტრავმა მიიღო და თავის გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. მეორე გოლი კი, ჯეიმს მილნერის ანგარიშზეა, რომელმაც 91-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

საოცარი შეხვედრა გაიმართა “ლიბერთი სთედიუმზე”, სადაც თავიდან “კრისტალ პალასი” იგებდა, 68-ე წუთისთვის უკვე “სუონსი” 3:1-ზე დაწინაურდა, ხოლო 90-ე წუთზე კვლავ სტუმრები იყვნენ წინ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, შეცვლაზე შემოსულმა ფერნანდო ლორენტემ დუბლი გაიფორმა და უელსელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 5:4.

მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” შინ “მიდლსბრო” მიიღო. სტუმრები ალვარო ნეგრედოს დუბლით ორჯერ იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა ამდენჯერვე გაათანაბრეს პენალტით. გადამწყვეტი გოლი, ისლამ სლიმანიმ 94-ე წუთზე შეაგდო.

“ჰალის” და “ვესტ ბრომვიჩის” დაპირისპირება კი, ფრედ 1:1 დასრულდა.

ბარნლი – მანჩესტერ სიტი 1:2 (1:1)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): რობინსონი, კინი, მი, უარდი, ლოუტონი, მარნი (არფილდი 40), დეფური (ბარნესი 80), გუდმონდსონი (ტარკოვსკი 43), ბოიდი, ჰენდრიკი, ვოკსი.
მწვრთნელი: სეან დიჩი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო, ოტამენდი, კოლაროვი, სანია, კლიში, ფერნანდო, ფერნანდინიო, ტურე, სტერლინგი (სანე 57), ნოლიტო (დე ბრუინი 78), აგუერო (ნავასი 89).
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 მარნი (14), 1:1, 1:2 აგუერო (37; 60)
გაფრთხილებები: მარნი, ლოუტონი – ოტამენდი, აგუერო, ნოლიტო
მსაჯი: ანდრე მარინერი

ჰალი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (0:1)

ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-4-1-1): მარშალი, კ.დევისი, მ.დოუსონი, ტიმონი (რობერტსონი 93), ელმოჰამადი, მეისონი (დიომანდე 46), ლივერმორი, კლუკასი, სნოდგრასი, ჰენრიკსენი (მეილერი 88), მბოკანი.
მწვრთნელი: მაიკლ ფელანი

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, ევანსი, მაკოლი, კ.დოუსონი, ნიომი, იაკობი, დ.ფლეტჩერი (მაკკლინი 64), ფილიპსი (რობსონ-კანუ 83), მორისონი (ჩადლი 79), მორისონი, რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 0:1 მაკოლი (34), 1:1 მ.დოუსონი (72)
გაფრთხილებები: მ.დოუსონი, კლუკასი, დიომანდე – მაკოლი, ევანსი
მსაჯი: პოლ ტერნი

ლესტერი – მიდლსბრო 2:2 (1:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): ცილერი, ჰუტი, მორგანი, ფუჩსი, სიმპსონი, კინგი, ამარტი, მაჰრეზი (მუსა 68), ოლბრაიტონი, ოკაზაკი (გრეი 76), ვარდი (სლიმანი 65).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი, გიბსონი, ჩემბერსი, ბარაგანი, ფაბიო, კლეიტონი, ფორშოუ, დე როონი, ა.ტრაორე (სტუანი 79), გ.რამირესი (ფიშერი 88), ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

გოლები: 0:1, 1:2 ნეგრედო (13; 71), 1:1 მაჰრეზი (34 პენ.), 2:2 სლიმანი (94 პენ.)

გაფრთხილებები: ოლბრაიტონი, ფუჩსი, ამარტი, ვარდი – ჩემბერსი, ნეგრედო, ვალდესი, დე როონი
მსაჯი: ლი მეისონი

ლივერპული – სანდერლენდი 2:0 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, მატიპი, ლოვრენი, კლაინი, მილნერი, ვეინალდუმი (ვუდბარნი 93), ჰენდერსონი, ჩანი, კოუტინიო (ორიჯი 34), მანე, ფირმინო (ლუკასი 87).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი, ოში, კონე, ჯონსი, ვან აანჰოლტი, ნდონგი, დენაიერი, პიენაარი (გუჩი 79), უოტმორი (იანუზაი 79), ანიჩებე, დეფო.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0 ორიჯი (75), 2:0 მილნერი (91 პენ.)
გაფრთხილებები: ლოვრენი – კონე, ოში, პიენაარი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სუონსი – კრისტალ პალასი 5:4 (1:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, ამატი, ნ.ტეილორი, ნოუტონი (მონტერო 86), კორკი, ფულტონი, ფერი, ბაროუ (რანხელი 80), რუტლიჯი (ფ.ლორენტე 66), სიგურდსონი.
მწვრთნელი: ბობ ბრედლი

კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, ტომკინსი, დანი, კელი (ფრიერსი 73), იარდი, მაკარტური (საკო 82), კაბაიე, ზაჰა, პანჩონი, ვიკჰემი (თაუნსენდი 52), ბენტეკე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 ზაჰა (19), 1:1 სიგურდსონი (36), 2:1, 3:1 ფერი (66; 68), 3:2 ტომკინსი (75), 3:3 კორკი (82 ს.კ.), 3:4 ბენტეკე (84), 4:4, 5:4 ფ.ლორენტე (91; 93)
გაფრთხილებები: რუტლიჯი, კორკი, ნოუტონი, ფულტონი – ჰენესი, თაუნსენდი, პანჩონი, კელი, კაბაიე
მსაჯი: კევინ ფრენდი

ჩელსი – ტოტენჰემი 2:1 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, აზპილიკუეტა, კეჰილი, კანტე, მატიჩი, მოზესი (ივანოვიჩი 81), ალონსო, აზარი (ვილიანი 77), პედრო (ოსკარი 83), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ვერტონგენი, ვიმერი, დაიერი, დემბელე (იანსენი 83), ვანიამა, სონი (ვინკსი 65), უოლკერი, ალი (ნ’კუდუ 73), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ერიკსენი (11), 1:1 პედრო (45), 2:1 მოზესი (51)
გაფრთხილებები: ლუისი, ვილიანი – დემბელე
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162287