ფეხბურთი

1:50 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ეიბარმა” “ბეტისი” დაამარცხა

ლა ლიგის მე-13 ტურის გახსნითი შეხვედრა “იპარუაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ეიბარმა” “ბეტისი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მატჩის ბედი დიდწილად მე-17 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა გადაწყვიტა: ტაკაში ინუი პიცინისთან ბრძოლაში მეკარესთან პირისპირ დარჩენას ცდილობდა, რა დროსაც წაიქცა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, დანიელ ოკონ არაისმა კი მიიჩნია, რომ ამაში დამნაშავე სევილიელთა მცველი იყო და წითელი ბარათი აუფრიალა.

ჯარიმა კი, პედრო ლეონმა უნაკლოდ შეასრულა და “ეიბარი” დააწინაურა. ოთხ წუთში მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს: ინუის ჩაწოდებულს სერხი ენრიჩი გამოეხმაურა და გოლის გატანა ვარდნაში მოახერხა.

10-კაციანმა “ბეტისმა” მაინც გაიბრძოლა და მეტოქე ბოლოსკენ ანერვიულა: 84-ე წუთზე რუბენ კასტრომ ლეიუნის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა, თუმცა 92-ე წუთზე მთელი გუნდით წინ წასულ “ბეტისს” მოწინააღმდეგის კონტრშეტევა გამოეპარა, რითაც შეცვლაზე შემოსულმა კიკემ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ეიბარი – ბეტისი 3:1 (2:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, ლეიუნი, რამისი, არბილია, ლუნა, დ.გარსია, ფ.რიკო, ადრიანი (ესკალანტე 83), პ.ლეონი, ინუი (ბებე 91), ენრიჩი (კიკე 74).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ბეტისი (5-3-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, მანდი (სანაბრია 46), პიცინი, ა.მარტინესი, პეტროსი (გუტიერესი 70), დონკი, სებალიოსი, ხოაკინი (სეხუდო 28), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 1:0 პ.ლეონი (19), 2:0 ენრიჩი (23), 2:1 რ.კასტრო (84), 3:1 კიკე (93)
გაფრთხილება: ბ.გონსალესი
გაძევება: პიცინი (17)
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი

თეგებილა ლიგა
0.119891