ფეხბურთი

15:40 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა – V ტურის სიმბოლური ნაკრები

უეფას ევროპა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ რანგით მეორე საკლუბო ტურნირის თერთმეტი საუკეთესო ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად შეადგინა.

სიმბოლურში მოხვდა უეინ რუნი, რომელმაც “ფეიენოორდთან” გოლით რეკორდი დაამყარა (“იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი ევროსარბიელზე). აქვეა ედინ ჯეკოც – ბოსნიელმა “პლზენს” სამი ბურთი გაუტანა.

მეკარე: სტეფან რუფიე (“სენტ ეტიენი”)

მცველები: დარიო სრნა (“შახტარი”), მარტინ შკრტელი (“ფენერბაჰჩე”), კოსტა ნამონესუ (“სპარტა”)

ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეკი (“აიაქსი”), კონსტანტინოს ფორტუნისი (“ოლიმპიაკოსი”), იური ტილემანსი (“ანდერლეხტი”), ევგენი კონოპლიანკა (“შალკე”)

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (“რომა”), არიც ადურისი (“ბილბაო”), უეინ რუნი (“მანჩესტერი”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112194