ფეხბურთი

23:00 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგა: ქართველთა გუნდები აგებენ

შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ" სანკტ-პეტერბურგში 0:2 წააგო "ზენიტთან", მაგრამ ევროპის ლიგის ჯგუფიდან გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს. არადა, "მაკაბიმ" უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ვიდრე მირჩა ლუჩესკუს გაწვრთნილმა გუნდმა.

"შანსი კიდევ გვაქვს. ჯგუფის ბოლო ტურში (ირლანდიის "დანდოლკთან") უნდა მოვიგოთ. მეტოქემ ერთი გოლი თამაშგარედან გაგვიტანა. მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტი ხიფათი უნდა შეგვექმნა" - განაცხადა შოთა არველაძემ.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" შინ 1:3 წააგო ბელგიის "ანდერლეხტთან" და ხუთ მატჩის შემდეგ, ქულა არ აქვს. კვეკვესკირმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ლუგანსკის "ზორიამ" სტუმრად 0:2 წააგო თურქულ "ფენერბახჩესთან", ჯგუფში ბოლოზეა და გასვლის შანსი აღარ აქვს. ჯაბა ლიპარტია "ზორიას" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

0.116544