ფეხბურთი

19:46 | 24.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგემ ბოატენგს მიწაზე დაბრუნება ურჩია

მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟერომ ბოატენგი “როსტოვთან” მატჩის შემდეგ გააკრიტიკა. ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, ბოატენგისთვის უმჯობესი იქნება, თუ მიწაზე მალე დაეშვება.

“ბოატენგს პირველ ყოვლისა სიმშვიდის დაბრუნება სჭირდება. ეს კარგი იქნება მისთვის და განსაკუთრებით, გუნდისთვის. კარგი იქნება თუ ჟერომი მიწაზე დაბრუნდება”, - განაცხადა კალე რუმენიგემ.

შეგახსენებთ, “ბაიერნმა” გუშინ “როსტოვთან” 2:3 წააგო (VIDEO), რითაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა. კონკრეტულად ჟერომ ბოატენგს კი, ცუდი საღამო ჰქონდა – ჯერ სერდარ აზმუნმა დამცინავად მოატყუა, რამაც ბევრს ლიონელ მესის ეპიზოდი გაახსენა 2015 წელს, ხოლო მეორე ტაიმში პენალტიც აიკიდა და დიდი წვლილი შეიტანა “რეკორდმაისტერის” მარცხში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117818