ფეხბურთი

23:39 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნის” მე-400 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

მიუნხენის “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგაზე 400 გოლი დაუგროვდა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში გერმანული გრანდი გასვლაზე “როსტოვთან” დამარცხდა (2:3), თუმცა საიუბილეო გოლის გატანა მოახერხა.

ანგარიში 36-ე წუთზე დუგლას კოშტამ გახსნა, რომელიც “რეკორდმაისტერისთვის” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-400 გოლი აღმოჩნდა.

“ბაიერნი” ამ მაჩვენებლით მე-3 არის და მასზე მეტი მხოლოდ ორ გუნდს გატანილი: “რეალს” (481 გოლი) და “ბარსელონას” (447 გოლი).

თეგებიბაიერნი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163695