ფეხბურთი

10:26 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დორტმუნდის საღამო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაიწერა – საქმე ისაა, რომ “ბორუსიასა” და “ლეგიას” მატჩში 12 გოლი გავიდა (VIDEO), ეს კი ლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი თამაშია.

გარდა ამისა, 24-ე წუთისთვის უკვე 5 გოლი იყო გასული და ესეც რეკორდია. ისევე როგორც, 32-ე წუთისთვის გატანილი 7 გოლი.

აქამდე ყველაზე უხვგოლიანად 2003-2004 წლების სეზონში გამართული “მონაკოსა” და “დეპორტივოს” მატჩი მიიჩნეოდა, როცა გუნდებმა 11 გოლი გაიტანეს.

ისე, საინტერესოა, როდემდე იქნება ძალაში “სიგნალ იდუნა პარკზე” დამყარებული რეკორდი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10738