ფეხბურთი

17:43 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი ბენზემას ნაკრებში აბრუნებს

მადრიდის “რეალის” ფორვარდი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდება. გუნდის თავკაცმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან პრობლემა არ აქვს და მზადაა, ის ნაკრებში გამოიძახოს.

“ბენზემასთან პრობლემა არ მაქვს. ამ თემისგან სკანდალი პრესამ შექმნა. მე გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება მევალება. ასე რომ, ბენზემას შეუძლია ითამაშოს” - ციტირებს დეშამის სიტყვებს Le Figaro.

ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის ოქტომბრიდან არ უთამაშია. ის ეროვნული გუნდიდან მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოკვეთეს.

0.120173