ფეხბურთი

0:30 | 22.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” გამეიროს გარეშე ივარჯიშა

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელს კევინ გამეიროს მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, ოთხშაბათს პსვ-სთან გასამართი საჩემპიონთალიგო შეხვედრა გამოტოვოს - იუწყება ესპანური გამოცემა Marca.

ფრანგმა ფორვარდმა მარცხენა მუხლი “რეალთან” წაგებულ (0:3) მატჩში იტკინა და გუშინ “როხიბლანკომ” მის გარეშე ივარჯიშა. ტრავმა სერიოზული არაა და კევინმა შესაძლოა თამაში მოახერხოს. მისი საკითხი უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ გაირკვევა.

29 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისური 16-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112263