ფეხბურთი

17:46 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი “სევილიასთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი გონსალო იგუაინი ტრავმირებულია და “სევილიასთან” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ტუტოსპორტი” ავრცელებს.

წყაროს ცნობით, შემტევს მარჯვენა ფეხი აქვს დაზიანებული. ფეხბურთელმა ტრავმა “პესკარასთან” იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში მიიღო.

“სევილია” – “იუვენტუსის” დაპირისპირება 22 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში იგუაინმა ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115189