ფეხბურთი

15:40 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის უცნაური არჩევანი

იტალიელი მარიო ბალოტელი, რომელიც ამ სეზონში გამოსწორების გზას დაადგა, როგორც ჩანს, კალაპოტში ბოლომდე ჯერ ვერ ჩადგა. იტალიელი ფეხბურთელი გუშინ, მილანურ დერბის ესწრებოდა, მაშინ, როცა პარალელურად მისი გუნდი, “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში “სენტ ეტიენს” ეთამაშებოდა.

მართალია, ბალოტელი საკუთარ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ საფრანგეთში დარჩენას “მადონინას” ყურება ამჯობინა.

მარიო ბალოტელის წელს “ნიცას” შემადგენლობაში 9 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი, მისი გუნდი კი ჩემპიონატს ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111805