ფეხბურთი

13:37 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM League 2016/17: ზესტაფონურ-თბილისური სათამაშო უქმეები საინტერესო შეხვედრებით

გასულ უქმეებზე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა.

შაბათს, 19 ნოემბერს, პირველად ლიგის ისტორიაში თამაშებს რეგიონმა, კონკრეტულად კი ზესტაფონის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც მესამე ტურის შეხვედრები სუპერლიგა B-ს გუნდებმა გამართეს.

საქართველოს უნივერსიტეტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია 7-3, ასეთივე ანგარიშით, მასპინძელმა ზესტაფონის „ფერომ“ ჯვაროსნები-2 დაამარცხა. მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია ამ ტურამდე ერთპიროვნულმა ლიდერმა თელავმა, რომელმაც უნიკრედიტისგან მიიღო სამი უპასუხო ბურთი - 0-3. მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ფანდეი ენტერტაიმენტის“ გუნდმა, რომელმაც ამჯერად ვივუსის დამარცხება შეძლო 6-1. იმერული ტურნე წარმატებული გამოდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისთვის, რომელმაც სადებიუტო სეზონში, სადებიუტო სამი ქულა მოიპოვა - „სტუდენტებმა“ ევროკრედიტი დაამარცხეს 4-1. ამრიგად სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში „მრავალხელისუფლებიანობაა“ – 6-6 ქულა ერთბაშად 5 გუნდს აქვს დაგროვილი. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ-ჯერობით აქტივში ნული უწერია თავდაცვის აკადემიაა.

19.11.2016. ქ. ზესტაფონი. სუპერლიგა B. III ტური

FC UG - ეთა 7-3

სკ თელავი - Unicredit.ge 0-3

სკ ფერო (ზესტ) - სკ ჯვაროსნები 2 7-3

Vivus.ge – Funday ENT. 1-6

კსუ/CIU - სკ ევროკრედიტი 4-1

20 ნოემბერს სათამაშო დღე თბილისის ახალ სპორტის სასახლეში განახლდა.

ვერცხლის ლიგის მესამე ტური დომინოს პიცისა და შემოსავლების სამსახურის გუნდების შეხვედრით დაიწყო, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა 2-1. პირველი ქულები დაკარგა ერთ-ერთმა ფავორიტმა, ევროპაბეთმა, რომელმაც საქრუსენერგოსთან დათმო 2-5. ასეთივე ანგარიშით ლიბერთი ბანკმა ელიტა ბურჯს მოუგო. ერთი გატანილი გოლით შემოიფარგლნენ ბანკი რესპუბლიკისა და მინას გუნდები, სადაც გამარჯვება „ბანკირებს“ ხვდათ წილად 1-0. ასევე მინამულური სხვაობით იმარჯვა თეთრი ქუდის გუნდმა, რომელმაც კუბიკს სძლია 5-4. „სოკოების“ მსგავსად მოგებათა სერიას განაგრძობს ბაქსვუდი - „მოსწავლეებმა“ ავერსი დაამარცხეს დამაჯერებლად 5-1. დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა საქართველოს ბანკსა და აჭარა ჯგუფს შორის გაიმართა - ბანკირებმა დიდი ანგარიშით 12-3 გაანადგურეს მეტოქე. სამი ტურის შემდეგ სამ-სამი მოგებით ვერცხლის ლიგის სატურნირო ცხრილს საქართველოს ბანკი, ბაქსვუდი და თეთრი ქუდი ლიდერობენ.

20.11.2016. ქ. თბილისი. ვერცხლის ლიგა. III ტური

დომინო’ს პიცა - RS 1-2

ევროპაბეთი - საქრუსენერგო 2-5

მინა - ბანკი რესპუბლიკა 0-1

ბაქსვუდი - ავერსი 5-1

თეთრი ქუდი - კუბიკი 5-4

ლიბერთი ბანკი - ელიტა ბურჯი 5-2

საქართველოს ბანკი - აჭარა ჯგუფი 12-3

კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A-ს მესამე ტურის შეხვედრებიც.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა, სკ ჯვაროსნებს სძლია მინიმალურად 1-0. მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა ტელეკომპანია იმედის გუნდმა, რომელმაც „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ დაამარცხა 3-1. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმაც, რომელმაც მფკ ნატახტარი დატოვა უქულოდ. ტურის და მთლიანად სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება, სატურნირო ცხრილის ორ ლიდერს, პსპ-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის გაიმართა. სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ს გამარჯვებით 6-3 დასრულდა, რომელმაც ამ მოგებით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა. ჰეთ თრიკით გამოირჩა ალექსანდრე იაშვილი, თითო-თითო გოლი კი გივი კვარაცხელიას, ლევან კობიაშვილის და კახა კალაძის ანგარიშზეა.

20.11.2016. ქ. თბილისი. სუპერლიგა A. III ტური

CFCP – სკ ჯვაროსნები 1-0

ტვ იმედი - GM ჭიათურა 3-1

FC PSP - სფფ 3-6

სდსს - მფკ ნატახტარი 3-1

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.115167