ფეხბურთი

2:14 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ყოჩაღი ბასკები და უსუსური “ვალენსია”

ლა ლიგის მე-12 ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა.

დღის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო მენდიზოროცაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ალავესმა” “ესპანიოლი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ხერარდ მორენომ გაიტანა, რომელმაც ორიოდე წუთით ადრე პენალტი გააფუჭა, რასაც კუთხური მოჰყვა და ესპანელმა ფორვარდმაც აქედან იხეირა. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა პაბლო პიატიმ ჩაიწერა აქტივში, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეექვსედ გაატანინა გუნდელებს.

“ვალენსიამ” “მესტალიაზე” ბოლო ადგილოსან “გრანადას” უმასპინძლა და გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი. “ღამურები” მთელი მატჩის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 3 ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

გილერმო ოჩოას შესანიშნავ თამაშს და მომენტების გამოუყენებლობას, მასპინძელთა დაცვის ტრადიციული შეცდომები დაერთო, რითაც პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე კარსელა-გონსალესმა ისარგებლა და დიეგო ალვეშთან პირისპირ დარჩენილი ზუსტად გაისარჯა.

მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს: 47-ე წუთზე ნანიმ ახლო მანძილიდან შეაგდო. დარჩენილ დროში “ღამურები” ბევრს უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ – “ლოს ჩემ” ლა ლიგის ყველაზე სუსტ გუნდს ვერ მოუგო და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. მატჩის დასრულების შემდეგ ქომაგები კლუბის ოფისისკენ დაიძრნენ და პიტერ ლიმის წასვლას მოითხოვდნენ.

“ვალენსიას” საშინელი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს. ბოლო 40 მატჩიდან გუნდმა 39 შემთხვევაში მინიმუმ ერთი ბურთი გაუშვა, ხოლო ზედიზედ 23 მატჩია, რაც კარს მშრალად ვერ ინახავს. “ღამურებმა” საკუთარ კარში ბურთი ბოლოს 20 აპრილს არ მიიღეს, როდესაც შინ “ეიბარი” გაანადგურეს (4:0).

იყოჩაღეს მოწინავე ბასკურმა კლუბებმა. “სოსიედადმა” გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი “ხიხონი” დაამარცხა და მე-4 ადგილოსან “ვილიარეალს” ქულებით გაუთანაბრდა. “ჩური ურდინმა” მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და მე-2 ადგილოსან ”ბარსელონას” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში “სოსიედადი” შინ სწორედ “ბარსას” მიიღებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ კატალონიურ გრანდს “ანოეტაზე” 2007 წლის შემდეგ არ მოუგია და ლა ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 4 მატჩი საერთოდ წაგებული აქვს, მაშინ ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდეს.

რაც შეეხება მეორე ბასკურ კლუბს, “ბილბაომ” რაულ გარსიას გოლით “სან მამესზე” “ვილიარეალი” დაამარცხა და ოთხეულს მიუახლოვდა.

ალავესი – ესპანიოლი 0:1 (0:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ალექსისი, ფედალი, კიკო, რ.გარსია, მ.ლორენტე, კრსტიჩიჩი (დ.ტორესი 76), ესპინოზა (კ.სანტოსი 83), ტ.ერნანდესი (იბაი 70), კამარასა, დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ვ.სანჩესი, კარისოლი, ხურადო, ფუეგო, ხოსე ანტონიო რეიესი (დიოპი 69), ჰ.პერესი (მელენდო 63), პიატი, ხ.მორენო (კაისედო 82).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლი: ხ.მორენო (81)
გაფრთხილებები: ფედალი, კიკო, კამარასა, დეივერსონი, ალექსისი – ჰ.პერესი, ვ.სანჩესი
მსაჯი: მელერო ლოპესი

79-ე წუთზე ხ.მორენომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ვალენსია – გრანადა 1:1 (0:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მანგალა, გარაი, მონტოია (ელ ჰადადი 46), გაია, ე.პერესი, მ.სუარესი, ნანი (ბაკალი 64), პარეხო, კანსელო, როდრიგო.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გრანადა (5-4-1): ოჩოა, გ.სილვა, სუნიერი, ლომბანი, გაბრიელი, კუენკა, აგბო, ბოგა, ა.პერეირა (სამპერი 64), კარსელა-გონსალესი (ტორალი 87), კრავეტსი (ბარალი 78).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 0:1 კარსელა-გონსალესი (45+1), 1:1 ნანი (47)
გაფრთხილებები: კანსელო, ელ ჰადადი – ა.პერეირა, ტორალი, სამპერი, ოჩოა, აგბო
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ხიხონი – სოსიედადი 1:3 (1:1)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-2): კუელარი, მერე, ამორობიეტა, დუგლასი, კანელია, ს.ალვარესი (ხ.ტორესი 69), კასესი, ვ.როდრიგესი (კ.კასტრო 60), მ.გომესი (ბურგუი 60), ვიგუერა, ჩოპი.
მწვრთნელი: აბელარდო ერნანდესი

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, ბერჩიჩი, კ.მარტინესი, ზურუტუზა (კანალესი 83), პრიეტო, ილარამენდი, ოიარზაბალი (კონჩა 78), ველა (ხუანმი 70), ვილიან ჟოზე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 0:1 პრიეტო (19), 1:1 ჩოპი (28), 1:2 ზურუტუზა (51), 1:3 ი.მარტინესი (56)
გაფრთხილებები: დუგლასი, ხ.ტორესი – ვილიან ჟოზე
მსაჯი: მიგელ მარტინეს მუნუერა

ბილბაო – ვილიარეალი 1:0 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ლაპორტე, ბოვედა, ბალენსიაგა, ვესგა (სან ხოსე 62), მ.რიკო, უილიამსი, მუნიაინი (სუსაეტა 62), რ.გარსია (ერასო 86), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხიო, რუისი, ალვარო, გასპარი, ხ.კოსტა, რ.ერნანდესი, ბ.სორიანო, რ.სორიანო (ჯ.დოს სანტოსი 64), ტრიგეროსი (პატო 71), კასტილიეხო, სანსონე (ბაკამბუ 68).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლი: რ.გარსია (67)
გაფრთხილებები: სანსონე, ხ.კოსტა
მსაჯი: ხოსე სანჩესი

თეგებილა ლიგა
0.198284