ფეხბურთი

0:21 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩელსი” ერთპიროვნულად გალიდერდა

პრემიერლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. “მიდლსბრომ” შინ “ჩელსი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

“მიდლსბრო” ძლიერ გუნდებს საკმაოდ კარგად ეთამაშება და ამჯერადაც ასე მოხდა. მართალია, სათამაშო უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ და მეტი მომენტიც შექმნეს, თუმცა მასპინძლებს ცუდად არ უთამაშიათ და რამდენიმეჯერ სახიფათოდაც დაემუქრდნენ მეტოქის კარს.

“ჩელსი” პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა და რომ არა ვიქტორ ვალდესის დიდებული თამაში, დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. ესპანელი კიპერი ჩინებულად გამოიყურებოდა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა 41-ე წუთზე დიეგო კოშტას ახლო მანძილიდან დარტყმულს ვეღარ გაუმკლავდა და ტაიმი “ჩელსიმ” მოიგო.

მეორე ნახევარმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო. “მიდლსბროს” მხრიდან ყველაზე კარგი მომენტი ალვარო ნეგრედოს ჰქონდა, რომელსაც ტიბო კურტუამ აჯობა. სტუმართაგან კი, პედროს შეეძლო გატანა, მაგრამ ხარიხას გაარტყა. ამრიგად, “არისტოკრატებმა” პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგეს და ამის გაკეთება ისე მოახერხეს, რომ გოლი არ გაუშვიათ.

პრემიერლიგას 12 ტურის შემდეგ 28 ქულით “ჩელსი” ჩაუდგა სათავეში. აიტორ კარანკას კრებული კი, 11 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

მიდლსბრო – ჩელსი 0:1 (0:1)

მიდლსბრო, ”რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-5-1): ვალდესი, გიბსონი, ჩემბერსი, ბარაგანი, ფაბიო (დაუნინგი 71), კლეიტონი (ფიშერი 73), ფორშოუ (ლიდბიტერი 89), დე როონი, ა.ტრაორე, გ.რამირესი, ნეგრედო.
მწვრთნელი: აიტორ კარანკა

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, აზპილიკუეტა, კეჰილი, მატიჩი, კანტე, ალონსო, მოზესი (ივანოვიჩი 90), პედრო (ჩალობა 80), აზარი (ოსკარი 92), კოშტა.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: კოშტა (41)
გაფრთხილებები: კლეიტონი, ჩემბერსი – აზპილიკუეტა, ლუისი, კანტე
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12389