ფეხბურთი

2:16 | 21.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალბატონებო და ბატონებო, ესაა დერბი დელა "მადონინა"! (+VIDEO)

მოლოდინი გამართლდა – “დერბი დელა მადონინა” ზუსტად ისეთი გამოდგა, რის გამოც ხალხს უყვარს. ულამაზესი გოლები, სავსე სტადიონი, დაძაბულობა, მატჩის კულმინაცია, დრამატიზმი, უშეღავათო ბრძოლა – მოკლედ, ყველაფერი.

“მილანს” ზუსტად ერთი წუთი დააკლდა მოგებამდე, თორემ ახლა მეორე ადგილზე ერთპიროვნულად იქნებოდა. ისე, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ “ინტერი” მარცხს არ იმსახურებდა და მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ივან პერიშიჩის გატანილი გოლი ლოგიკური უფრო იყო, ვიდრე კონტექსტიდან ამოვარდნილი.

შეხვედრის გმირი უსათუოდ ესპანელი სუსო იქნებოდა, რომ არა ზემოხსენებული მომენტი. პირინელმა შემტევმა 43-ე და 58-ე წუთებზე ერთმანეთს მოხდენილი გოლები გაიტანა და დუბლით გაიფორმა. სხვათა შორის, თამაშამდე სუსომ დაიქადნა, რომ თუ “მადონინაში” ორ გოლს მაინც გაიტანდა, თამაშის შემდეგ სახლში ფეხით დაბრუნდებოდა. სუსომ ორი ბურთი მართლაც შეაგდო და საინტერესო დანაპირები თუ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სუსო მეორე ესპანელი გახდა (ლუის სუარესის შემდეგ), ვინც მილანურ დერბიში გოლის გატანა შესძლო – პირველი “მილანის” მხრიდან. მის გოლთა შორის კი, ანტონიო კანდრევამ გაისროლა შორიდან და ჯანლუიჯი დონარუმას შანსი არ დაუტოვა, ხოლო პერიშიჩი ეპიზოდზე უკვე ვთქვით – გოლი კუთხურს მოჰყვა. მასპინძლებმა ორი ორთაბრძოლა წააგეს საკუთარ საჯარიმოში და ხორვატს მახვილი კუთხიდან გატანა არ გასჭირვებია.

მთლიანობაში “ინტერი” უპირატესობას ფლობას და უკეთეს შტაბეჭდილებასაც ტოვებდა. “მილანი” მხოლოდ ეპიზოდურად მიდიოდა შეტევაში და ძირითადად მეორე ნომრად თამაშობდა. საგულისხმოა, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდს დღეს წამყვანი მცველი ალესიო რომანიოლი აკლდა. მის გარეშე კი, “როსონერი” საშუალოდ თამაშში ორ გოლს უშვებს – ტრადიცია დღესაც გაგრძელდა.

“მილანზე” უკვე მოგახსენეთ, რომ მეორე-მესამე ადგილებს “რომასთან” ერთად იყოს, თუმცა “ატალანტა”, “ლაციო” და “ნაპოლიც” იქვე არიან ყურის ძირში. “ინტერისთვის” კი, მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, ისევ ცხრილის შუაშია გაჭედილი. ერთი ეგაა, სტეფანო პიოლის დებიუტი შედგა და იქნებ “ნერაძურიმ” აწი უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს.

სკუდეტოს მაძიებელი „რომა“ ლუჩანო სპალეტის არაერთი განცხადების მიუხედავად, „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი ჩემი გუნდიაო, მაინც ხელმოცარული დარჩა ბერგამოში, „ატალანტას“ წინააღმდეგ. არადა, დედაქალაქელებმა ტაიმის მიწურულს დიეგო პეროტის პენალტით წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა „ჯალოროსი“ საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. მორიგი გოლი გაიტანა მატია კალდარამ, რომელიც ცენტრალური მცველია და თავი მესამედ გამოიჩინა წელს. მცველებში კი იტალიაში საუკეთესო გოლეადორია. აღსანიშნავია, რომ კალდარაზე აპენინზე დიდი იმედი მყარდება და როგორც ამბობენ, „იუვენტუსი“ აქტიურად აკვირდება 22 წლის ფეხბურთელს. გამარჯვების გოლი კი ჯამპიერო გასპერინის გუნდმა 90- წუთზე გაიტანა - კერძოდ, ფრანკ კესიემ პენალტით. სხვთა შორის, 20 წლის კოტ დივუარელი შემტევიც „იუვეს“ თვალთახედვის არეშია. „ატალანტამ“ მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და 25 ქულა დააგროვა, რაც ამ გუნდის ისტორიაში 13 ტურის თავზე სარეკორდო მაჩვენებელია. ბერგამოელები მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ რომის „ლაციოსთან“ ერთად.

თავისი თამაში დღეს მოიგო „ლაციომაც“, რომელმაც „ჯენოას“ 3:1 აჯობა. დიდებული გოლი გაიტანა ფელიპე ანდერსონმა 30 მეტრიდან, მის გარდა ლუკას ბილია და უოლასი გამოირჩნენ გოლებით. „ლაციოც“ კარგ სეზონს ატარებს და იქნებ აღარც ნანობენ რომში, სიმონე ინძაგი მთავარ მწვრთნელად რომ დატოვეს, მარსელო ბიელსას უარის შემდეგ.

ევროზონასთან ძალზე ახლოსაა უკვე „ტორინოც“ - ეს გასაკვირი სულაც არაა. ტურინული გუნდი ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მწვრთნელიც საინტერესო ჰყავს. ამასთან, „ტორინოში“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი ანდრეა ბელოტი ირიცხება. სწორედ 22 წლის იტალიელმა მოაგებინა „ტოროს“ გასვლაზე ღრმა აუტსაიდერ „კროტონესთან“ მატჩში. ბელოტიმ დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში ნაბიჯი წინ გადადგა (10 გოლია მის აქტივში). სხვთა შორის, ტოპ 5 ჩემპიონატიდან ბელოტი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მინიმუმ სამი გოლი აქვს გატანილი, როგორც მარცხენა და მარჯვენა ფეხით, ისე თავით... როგორც ჩანს, ჯამპიერო ვენტურაც იტალიის ნაკრებში ნიჭიერ ფორვარდს მთავარ თავდამსხმელად ტყუილად არ მიიჩნევს.

იტალიის სერია A-ს დღევანდელი სათამაშო დღე ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი მატჩით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ "სამპდორიასა" და "სასუოლოს" დაპირისპირება ძალზე დრამატული გამოდგა. აღნიშნულ მატჩს სტუმრები 84(!)-ე წუთამდე 2:0 იგებდნენ და თითქოს უნდა მოეგოთ კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში, "სამპამ" მოახერხა სამი გოლის გატანა და გაიმარჯვა. სხვათა შორის, მასპინძელთაგან პირველი გოლი ფაბიო კვალიარელამ შეაგდო, რომლისთვისაც ეს მეასე გოლი გამოდგა იტალიის ელიტარულ ლიგაში.

აღსანიშნავია, რომ "სასუოლოს" მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ პირველად არ დამართნია - დაახლოებით ერთი თვის წინ "ნეროვერდი" სტუმრად "მილანს" 3:1 უგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაუშვა და წააგო. ორი კვირის წინ კი, ევროპა ლიგაზე ვენის "რაპიდს" 85-ე წუთამდე ამარცხებდა 2:0 და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (2:2). მაშინ იტალიელთა კარში გადამწყვეტი გოლი ქართველმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ამ გამარჯვებით „სამპდორია“ ცხრილის ზედა ნაწილს მიუახლოვდა, „სასუოლო“ კი გასავარდნი ზონისკენ მიიწევს, რაც ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

მორიგი მატჩი წააგო ლევან მჭედლიძის „ემპოლიმ“ - ქართველს ტრავმის გამო არ უთამაშია, მის გარეშე კი, ტოსკანურ დერბიში ჯოვანი მარტუსკიელოს გუნდს ფლორენციის „ფიორენტინამ“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა - 0:4. სტუმართაგან ორ-ორი გოლი შეაგდეს იოსიპ ილიჩიჩმა და ფედერიკო ბერნარდერსკიმ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ბოლო 5 თამაშში მეოთხედ დალაშქრა მეტოქის კარი და ეს უკეთესი შედეგიანობაა მისი მიხრიდან, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 47 შეხვედრაში აჩვენა.

ტურის კიდევ ერთ მატჩში რობერტო დონადონის „ბოლონიამ“ სიცილიურ „პალერმოს“, რომელიც გასავარდნ ზონაში ადვილად მოუგო (3:1) მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე მდევრის როლში იმყოფებოდა.

“სამპდორია” – “სასუოლო” 3:2 (0:0) VIDEO

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა (პერეირა 88), სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო (პრაეტი 70), ტორეირა, ლინეტი; ბრუნო ფერნანდესი (შიკი 78); კვალიარელა, მურიელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, ანტეი, აჩერბი, პელუზო; მაციტელი, მისიროლი (მანიანელი 61), პელეგრინი; რიჩი, დეფრელი (მატრი 75), რაგუზა (ადიაპონგი 82)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 რიჩი (64), რაგუზა (74), 1:2 კვალიარელა (84), 2:2 მურიელი (86), 3:2 მურიელი (90, პენ)

გაფრთხილება: სალა (18), სკრინიარი (29), სილვესტრე (53), ტორეირა (76) – ანტეი (21), მისიროლი (53), პელუზო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 10 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

“ატალანტა” – “რომა” 2:1 (0:1) VIDEO

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო (დ’ალესანდრო 50); სპინაცოლა, კესიე, გალიარდინი, ძუკანოვიჩი; კურტიჩი (ფროილერი 58), გომესი (რაიმონდი 90); პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ფაციო, რუდიგერი; დე როსი, სტროტმანი; სალაჰი (ელ შაარავი 58), ნაინგოლანი (იტურბე 86), პეროტი (პარედესი 73); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 პეროტი (40, პენ), 1:1 კალდარა (62), 2:1 კესიე (90, პენ)

გაფრთხილება: ტოლოი (40) – სტროტმანი (53), ჯეკო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 10 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ბოლონია” – “პალერმო” 3:1 (1:1) VIDEO

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; ტოროსიდისი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; დზემაილი, ვივიანი (ტაიდერი 74), ნადი (პულგარი 83); რიცო (ოკვონკვო 89), დესტრო, კრეიჩი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“პალერმო” (4-3-3): პოსავეცი; რისპოლი, ჩიონეკი, ანდელკოვიჩი, ალეეზამი; ბრუნო ენრიკე, გაცი (გოლდანიგა 77), ჰილიერმაკი; დიამანტი (ქუაისონი 70), ნესტოროვსკი, სალაი (ლო ფალსო 66)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

გოლები: 0:1 ნესტოროვსკი (9), 1:1 დესტრო (20), 2:1 დზემაილი (67), 3:1 ვივიანი (72)

გაფრთხილება: გასტალდელო (45) – ჩიონეკი (30), ჰილიერმაკი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 7 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: კარმინე რუსო

“კროტონე” – “ტორინო” 0:2 (0:0) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 3 000

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა; როდენი (სტოიანი 81), კაპეცი, ბარბერისი (კრისეტიჯი 90); ფალჩინელი, ტროტა (ნვანკვო 70), პალადინო

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, მორეტი; ბენასი (ბოიე 78), ვალდიფიორი, ბაზელი (ობი 72); იაგო ფალკე (მარტინესი 59), ბელოტი, ლიაიჩი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ბელოტი (80), 0:2 ბელოტი (89)

გაფრთხილება: პალადინო (47) – მარტინესი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (7) – 12 (8) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“ემპოლი” – “ფიორენტინა” 0:4 (0:1) VIDEO

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 500

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ვესელი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კროჩე, დიუსიე (მაური 72), კრუნიჩი (ჯილარდინო 59); საპონარა (მარილუნგო 71); მაკარონე, პუჩარელი

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი (სალსედო 63), როდრიგესი, ასტორი, მილიკი; ბადელი, ბორხა ვალერო; ტელო, ილიჩიჩი (ვესინო 68), ბერნარდესკი (კრისტოფორო 72); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (27), 0:2 ილიჩიჩი (47, პენ), 0:3 ბერნარდესკი (61), ილიჩიჩი (67)

გაფრთხილება: ბელუსკი (39) – ტელო (36), ბორხა ვალერო (37)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 19 (12) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: დავიდე მასა

“ლაციო” – “ჯენოა” 3:1 (1:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 17 000

“ლაციო” (4-3-3): სტრაკოშა; ბასტა, უოლასი, რადუ, ლულიჩი; პაროლო, ბილია (მურჯია 84), მილინკოვიჩ-სავიჩი (კატალდი 70); ფელიპე ანდერსონი, იმმობილე, კეიტა (პატრიკი 73)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ჯენოა” (4-3-3): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი; ედენილსონი, რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი (ნინკოვიჩი 46), პავოლეტი (სიმეონე 61), ოკამპოსი (პანდევი 80)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 ფელიპე ანდერსონი (11), 1:1 ოკამპოსი (52), 2:1 ბილია (58, პენ), 3:1 უოლასი (66)

გაფრთხილება: პატრიკი (88) - რინკონი (60), ველოზუ (87), ედენილსონი (88)

გაძევება: ორბანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარკო დი ბელო

“მილანი” – ინტერი” 2:2 (1:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 77 782

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, გომესი, პალეტა, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა (პაშალიჩი 88); სუსო, ბაკა (მატი ფერნანდესი 71), ნიანგი (ლაპადულა 79)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბორიზიო, მირანდა, მედელი (მურილო 37), ანსალდი (ნაგატომო 65); ჟოაო მარიო, კონდოგბია; კანდრევა, ბროჟოვიჩი (იოვეტიჩი 75), პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 სუსო (43), 1:1 კანდრევა (53), 2:1 სუსო (58), 2:2 პერიშიჩი (90)

გაფრთხილება: კუცკა (22), დე შილიო (32) – კონდოგბია (19), იოვეტიჩი (78), პერიშიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 18 (7) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:8

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 10), ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, მოჰამედ სალაჰი (“რომა”) – 8, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 7, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 7, ილია ნესტოროვსკი (“პალერმო”) – 7.

თეგებისერია A
0.545891