ფეხბურთი

19:02 | 20.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგია მეორე ბუნდესლიგაში შეუჩერებელია (+VIDEO)

აკაკი გოგიამ ორი გოლი გაიტანა მეორე ბუნდესლიგის მატჩში. დრეზდენის "დინამომ" 2:1 სძლია "ფიურტს", გოგიამ მე-20 წუთზე გახსნა ანგარიში, მეორე კი შეხვედრის მიწურულს მიითვალა, 86-ე წუთზე VIDEO. დრეზდენელები მეექვსე ადგილზე არიან, აკაკის რაც შეეხება, პოპულარული Kicker-ის შეფასებებით, მიმდინარე მეორე ბუნდესლიგაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. შეგახსენებთ, გოგია გერმანიის მოქალაქეა.

რუსულ პრემიერლიგაში გიორგი ჭანტურიას "ურალმა" სტუმრად 0:3 წააგო"კრასნოდართან" და ბოლოდან მეოთხე ადგილზეა. ჭანტურიამ 90 წუთი ითამაშა, პირველ ტაიმში აქტიური იყო, ხოლო მეორე ნახევარში ასე ვეღარ გააგრძელა. თორნიკე ოქრიაშვილი შეუძლოდ იყო და ამიტომ ტოვებდა ამ შეხვედრას. წესით, ოქრიაშვილი მომდევნო ტურში შესძლებს თამაშს.

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში "ტიუბიზმა" შინ 0:3 წააგო "ლიერსთან". ტიუბიზელთა სასტარტოში იყო ლევან შენგელია და 57-ე წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10057