ფეხბურთი

22:30 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი "დორტმუნდთან" სათამაშოდ მზადაა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ჟერომ ბოატენგმა ტრავმა მოიშუშა და "დორტმუნდთან" სათამაშოდ მზადაა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

"ყველაფერი კარგადაა, მთელი კვირის განმავლობაში ნორმალურად ვვარჯიშობდი. "დორტმუნდთან" თამაში ყოველთვის საინტერესოა, რადგან ასეთ მატჩებში ჩნდება თუ როგორ ფორმაში ხარ." - ციტირებს ბოატენგის სიტყვებს კლუბის ვებგვერდი.

მუხლის დაზიანების გამო ჟერომმა ეროვნული გუნდის რიგებში ნოემბერში მატჩები ვერ ჩაატარა. "ბორუსიის" და "ბაიერნის" დაპირისპირება 19 ნოემბერს, 21:30 საათზე დაიწყება.

0.119226