ფეხბურთი

0:45 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულს” ტაჰის შეძენა სურს

“ლევერკუზენის” და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველის, ჯონათან ტაჰის შეძენა “ლივერპულს” სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Dailly Mirror–ი.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მერსისაიდულ კლუბს მამადუ სახო დატოვებს. ამიტომაც, იურგენ კლოპი ერთი ცენტრალური მცველის დამატებას გეგმავს და ყველაზე სასურველ ვარიანტად, ჯონათანი მიაჩნია.

20 წლის მოთამაშეს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 15 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მან მიმდინარე სეზონში “ლევერკუზენის” მაისური 15-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109545