ფეხბურთი

14:25 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM League 2016/17: სეზონის რეკორდები და გამოკვეთილი ფავორიტები

13 ნოემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის, რიგით მეოთხე სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეორე ტურის შეხვედრები კორპორატიული ლიგის გუნდებმა გამართეს.

ტური, ვერცხლის ლიგის გუნდების დაპირისპირებით დაიწყო. საქრუსენერგომ მიმდინარე გათამაშების ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში, სეზონის სარეკორდო სხვაობით, 14-3 დაამარცხა დომინო’ს პიცა. კიდევ ერთი სარეკორდო მაჩვენებელი, ერთ მატჩში გატანილ ბურთების რაოდენობას უკავშირდება - „ენერგეტიკოსების“ შემტევმა დიტო ანდღულაძემ ამ შეხვედრაში 6-ჯერ (!!!) შეძლო მეტოქის კარის აღება. ავერსისა და მინას საინტერესო დაპირისპირება, „ფარმაცევტების“ გამარჯვებით, 4-1 დასრულდა. ასეთივე ანგარიშით შეძლო ბაქსვუდმაელიტა ბურჯის დამარცხება. მინიმალური სხვაობით, 2-1 იმარჯვა თეთრი ქუდის გუნდმა, რომელსაც მეტოქედ აჭარა ჯგუფის გუნდი ყავდა. „საბანკო დერბიში“ საქართველოს ბანკმაბანკ რესპუბლიკას სამი უპასუხო გოლი გაუტანა - 3-0. მოულოდნელად დამარცხდა ლიბერთი ბანკი, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდის წინააღმდეგობა ვერ დაძლია 1-3. გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ევროპაბეთმა ტურის დასკვნით შეხვედრაში კუბიკი დიდი ანგარიშით, 7-0 დაამარცხა.

13.11.2016. ვერცხლის ლიგა. II ტური

საქრუსენერგო - დომინო’ს პიცა 14-3

ავერსი - მინა 4-1

ელიტა ბურჯი - ბაქსვუდი 1-4

აჭარა ჯგუფი - თეთრი ქუდი 1-2

ბანკი რესუბლიკა - საქართველოს ბანკი 0-3

RS - ლიბერთი ბანკი 3-1

კუბიკი - ევროპაბეთი 0-7

სათამაშო დღე, ოქროს ლიგის ტურის ცენტრალური დაპირისპირებით განახლდა. „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა“ და საპატრულო პოლიციის გუნდების შეხვედრამ გულშემატკივართა ინტერესი სრულად გაამართლა. 40 წუთიანი დაძაბული და საინტერესო დუელი მოქმედი ჩემპიონის, პატრულის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.ასეთივე ანგარიშით მოიპოვა თავისი სადებიუტო გამარჯვება ვითიბი ბანკმა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს გუნდ „სარანგს“ აჯობა. დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა თბილისის მერიისა და საქართველოს ფოსტის გუნდების დაპირისპირებაც. „თრილერში“ „ფოსტალიონება“ იმარჯვეს 5-4. დღის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა, გათამაშების ორ ლიდერს, ნატახტარსა და სფფ 2-ს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე დაპირისპირება ფრედ, 4-4 დასრულდა. ტური Menu.ge-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების შეხვედრით დასრულდა, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 5-1.

13.11.2016. ოქროს ლიგა. II ტური

GWP - პატრული 1-2

სარანგი - ვითიბი ბანკი 1-2

თბილისის მერია - საქართველოს ფოსტა 4-5

ნატახტარი - სფფ-2 4-4

Menu.ge – TTC 1-5

ლიგის მომდევნო ტური ორ დღეზე გადანაწილდება - 19 ნოემბერს ზესტაფონის სპორტის სასახლე სუპერლიგა B-ს მესამე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს, ხოლო 20 ნოემბერს დედაქალაქში სუპერლიგა A-ს და ვერცხლის ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114723