სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

20:34 | 13.11.2016 | ნანახია 947 - ჯერ

უბედურთა ხვედრი

ჩრდილოეთ კორეის ოდიოზური ლიდერი, კიმ ჩენ ირ უმცროსი დღეს დასავლეთის პრესაში კომიკურ ფიგურად მიიჩნევა და მასზე ძირითადად სატირული ჟურნალები წერენ. კიმ ჩენ ირი სტადიონზე, კიმ ჩენ ირი მუშებთან, კიმ ჩენ ირი საქსოვი კომბინატის თანამშრომელ ქალებთან, კიმ ჩენ ირი წყალქვეშა ნავში და კიმ ჩენ ირი მიწის ქვეშ – ასეთი სახის არაერთი პროპაგანდისტური ჩრდილოკორეული ვიდეოკლიპები ვრცელდება ინტერნეტით და დიქტატორულ რეჟიმში არმცხოვრები ადამიანები კარგად ხალისობენ კორეულ აბსურდზე, რომელსაც უკევ ალბათ პროპაგანდაც კი აღარ ქვია.

მაგრამ, არის კი ეს ყველაფერი სასაცილო? ღირს კი ხითხითი იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი ჩრდილოეთ კორეაში სულ ”სხვა სამყაროში” ცხოვრობს და მათ დააჯერეს, რომ მთელს მსოფლიოს მათი სამშობლოსი შურს და ებრძვიან – თავად კორეა კი “მხარგაშლილი მიემართება განვითარების მწვერვალებისაკენ”. ეს არის ტრაგედია, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსგან ერთი შეხედვით განყენებულად ხდება.

ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენების ვაებაზე ალბათ ტომები შეიძლება დაიწეროს, რადგან სახელმწიფო სპორტსმენებს საშინელ შეზღუდვებს უწესებს და ჩემპიონატებში მარცხი შესაძლებელია მათთვის საბედისწეროდ – სიკვდილით დასჯით დასრულდეს.

არადა, იქაც ყველაფერი სხვანაირად დაიწყო. დიდი ომის შემდეგ, როდესაც კორეა შუაზე, სოციალისტურ და კაპიტალისტურ სახელმწიფოებად გაიყო, ჩრდილოეთ კორეა მართალია კომუნისტური იდეოლოგიით ტვინგამორეცხილი ხალხის ხელში ჩავარდა, მაგრამ მაშინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც კორეის ტელევიზია ხალხს დააჯერებდა იმას, რომ თითქოს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი მათი ქვეყანის საფეხბურთო ნაკრები გახდა, რომ თითქოს სამხეთ კორეა შიმშილობს და ჩრდილოთ კორეაში ხუთშაბათ დღეს იმიტომ არ რიგდება საჭმლის ბარათები, რომ ეს საჭმელი სპეციალურ საწყობებში ინახება, რადგან ახლო არს სამხრეთის ჩრდილოეთთან მიერთების ჟამი და ამდენ “მშიერ” სამხრეთელს დაპურება ხომ უნდა?

თავიდან ალბათ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი არქიტექტორი - სტალინიც კი ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს კორეაში ხდება, რადგან ერთია დიდი ძალაუფლების ქონის წყურვილი და მეორეა ხალხისათვის სახის დაკარგვა და წარმოუდგნელ და უცნაურ მასად ქცევა, რომლებიც უკვლებლივ ყველაფერს გააკეთებენ მათი შეშლილი ლიდერისათვის და თან მოსწონთ ქვეყანა, სადაც კითხვის დასმაც კი უკვე დანაშაულად ითვლება.

ძალიან კარგად ამბობს ერთ-ერთი სამხრეთკორეელი ისტორიკოსი, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ამბებს მიმოიხილავს: “ამ ადამიანებს ყველაფერი შეუცვალეს: სახელი, გვარი, აზროვნება, გემოვნება, საფეხბურთო კლუბების სახელები, და სპორტსმენევის ვარცხნილობაც კი... ამიტომ მოდით ძალიან კრიტიკულნი ნუ ვიქნებით მათ მიმართ და ნუ გაგვიკვირდება თუკი ისინი კიმ ჩენ ირის რეჟიმს ბოლომდე დაიცავენ”.

და მაინც... თავიდან ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც შემდეგში კორეაში მოხდებოდა. ასეა, დიქტატურა ყოველთვის არაპროგნოზირებადია და იქ ხარობს, სადაც ბელადები უყვართ. ბელადს კი სულაც არაა აუცილებელი გამჭოლი მზერა და დიდი, შავი ულვაშები ქონდეს...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:55 | 14.11.2016
BEERTRANCE (94528)

ჩვენ ჰო დალაგებულები ვართ, იმათი შეცოდება რო დაიწყე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდდ

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.083451