ფეხბურთი

0:31 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ კიმპემბეს გაუხანგრძლივა

პსჟ-მ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს პრესნელ კიმპემბეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 21 წლის ფეხბურთელი პარიზში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

კიმპემბე წარმოშობით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, თუმცა საფრანგეთშია დაბადებული. მას ორივე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებებში აქვს ნათამაშები. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის 21 წლამდე ნაკრებში 2014 წელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 2015 წლის 5 სექტემბრიდან ასპარეზობს და ამ დროის განმალობაში 9 მატჩის ჩატარება მოასწრო.

ახალგაზრდა მცველი ოქტომბერში დიდიე დეშამმა საფრანგეთის ძირითად ნაკრებშიც გამოიძახა, თუმცა თამაში არ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125509