ფეხბურთი

0:01 | 9.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვალერიან გვილია - საუკეთესო ოქტომბერში

ვალერიან გვილია – ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. WORLDSPORT.GE-ს რუბრიკა “თქვენ ირჩევთ” ამჯერად ბორისოვის “ბატესა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი გახდა. გვილიას გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 51.1%-მა დაუჭირა მხარი და მეორე ადგილზე გასული თორნიკე ოქრიაშვილი საგრძნობლად ჩამოიტოვა – 18.9%.

ვალერიან გვილიამ ოქტომბრის თვეში 6 მატჩი ითამაშა და 2 გოლის გატანა შესძლო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისთვის საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შეხვედრები გამოდგა ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა წინააღმდეგ, სადაც გვილიამ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა.

რაც შეეხება სხვა ნომინანტებს – მესამე ადგილზე დავით სხირტლაძე გავიდა 14.2%-ით, მეოთხეზე ნიკა კაჭარვა 8.7%-ით, ხოლო ბოლო, მეხუთე პოზიცია ერგო გიორგი ჭანტურიას 7.1%-ით.

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 323 მკითხველმა მიიღო და უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით მეტი აქტივობა დაფიქსირდა წინა თვეში, როდესაც გამარჯვებული ჯანო ანანიძე გახდა.

“თქვენ ირჩევთ” ნოემბრის თვეში საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ერთი თვის შემდგომ კვლავაც გამოავლენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117145