ფეხბურთი

17:37 | 8.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიამ" პირველობა გაინაღდა

პირველი ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა "ვიტ ჯორჯიამ". გასვლაზე თერჯოლის "საპოვნელას" დაუპირისპირდა და 0:0 დაასრულა. ვეტერინარებს 13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 30 ქულა აქვთ და გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჯგუფში პირველი ადგილი და პრო-2 ლიგაში გადასვლა გაინაღდეს.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს, ორმხრივ შეტევებში წარიმართა. პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები მასპინძლებმა უხვად შექმნეს. ხვიჩა დიდიამ და ლადო ახალაიამ ვიტ ჯორჯიელთა კარის მიმართულებით დაარტყეს, პირველ შემთხვევაში საქმეში ჯონი შეროზია ჩაერთო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მეორე ეპიზოდში კი ახალაიას მიზანმა უმტყუნა. დაპირისპირების 30-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ შორიდან დაარტყა და ააცილა ვიტ ჯორჯიელთა კარს, ათ წუთში კი ხვიჩა დიდიამ დაარტყა არაზუსტად.

მეორე ტაიმში საგოლე ეპიზოდები 72-ე წუთამდე აღარ შექმნილა. საკუთარი გუნდის დაწინაურება შეეძლო კახა კახაბრიშვილის, რომელიც თერჯოლელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი თავს ზემოთ გადაავლო, თუმცა ბოლომდე ვეღარ გამოზომა და კარსაც ააცილა. თამაშის დასრულებამდე ათი წუთით ადრე დავით ჩაჩხუაშვილმა დაარტყა ვიტ ჯორჯიელთა კარისკენ, მაგრამ ჯონი შეროზიამ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა და ეპიზოდიც განიმუხტა.

საპოვნელა - ვიტ ჯორჯია 0:0

საპოვნელა: გიორგაძე, მაჭავარიანი, ბაკურაძე, ფურთუხია, საჯაია, კადერი, ზუზაძე (ტროფიმოვი 46’), ქველიძე (ჩაჩხუაშვილი 79’), მაკარიძე, დიდია, ახალაია

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, რობაქიძე, ჩიტიშვილი, დანელია, კამლაძე, ლებანიძე (ვაზაგაშვილი 75’), კურდღელაშვილი (ციხელიშვილი 55’), ექვთიმიშვილი, ღუდუშაური, კახაბრიშვილი (ღირდალაძე 82’)

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112089