სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
მძლეოსნობა

12:10 | 8.11.2016 | ნანახია 16951 - ჯერ

კენიელს მსოფლიოს რეკორდისგან გადაახვევინეს

კენიელმა მარათონელმა ლაბან მუტაიმ მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესება პოლიციელების შეცდომის გამო ვერ შეძლო. ლუბლიანაში გამართულ მარათონზე, ტრასის 39-ე კილომეტრზე, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სპორტსმენს იმ გზაზე გადაახვევინეს, რომელიც ოფიციალურ დისტანციაში არ შედიოდა. შესაბამისად, მუტაის ზედმეტი 600 მეტრის გარბენა მოუხდა და საბოლოო შედეგით - 2 საათი, 9 წუთი და 16 წამი, ჩემპიონი გახდა.

„ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ კენიელი მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი უნდა გამხდარიყო. ამისთვის მას დისტანცია 2 საათში, 7 წუთსა და 30 წამში უნდა დაეფარა, რასაც დიდი ალბათობით, შეძლებდა კიდეც, რომ არა პოლიციელთა შეცდომა" - განაცხადა ლუბლიანის მარათონის ორგანიზატორმა გაბრიელ ამბროჟიჩმა. მისივე სიტყვებით, ლაბან მუტაი დისტანციის ყოველ კილომეტრს საშუალოდ 3 წუთში (100 მეტრი 18 წამში) გარბოდა. ზედმეტი 600 მეტრის დასაფარად კი 108 წამი დასჭირდა.

მსოფლიოს რეკორდთან ერთად, ხელუხლებელი დარჩა ლუბლიანის მარათონის საუკეთესო შედეგიც (2 საათი, 8 წუთი და 21 წამი), რომელიც ეთიოპიელ ლიმენიხ გეტაჩუს ეკუთვნის.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:15 | 01.02.2017
ukleba (17111)

დაკ

12:13 | 26.11.2016
5_stars (11466)

გეტაჩუს ნათესავი ხომ არ იყო პოლიციელი?)))

13:28 | 11.11.2016
თენგოი (318)

მაინც გაუმართლა ქართველი პოლიციელი ნარკოტიკს ჩაუდებდა ან იარაღს და დაიჭერდა

17:41 | 16.11.2016
dadado9 (14495)

13:29 | 11.11.2016
თენგოი (318)

მერე იტყოდა თუ დამნაშავე არაა რატომ გარბოდაო

23:36 | 08.11.2016
zura-mesi (5222)

ცუდია, ეს პოლიციელები რაღამ დააღლევათ

14:43 | 08.11.2016
geogoli (770)

რამდენი შრომა და ოფლისღვრა დაჭიდებოდა ამ გარბენის წინ და ვიღაცის არაპროფესიონალიზმის გამო მსოფლიო რეკორდი ვერ დაამყარა. არადა ვითომ ბევრი არაფერი მომხდარა, რეალურად კიდე კაცს წვალება ჩაეყარა წყალში

13:04 | 08.11.2016
BEERTRANCE (91857)

რა მაგრა ტეხავს.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.100337