ფეხბურთი

4:00 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალი” და “ბარსელონა” წინ გაიჭრნენ

ლა ლიგაში მე-11 ტურის შემდეგ ორი ლიდერი გამოიკვეთა: “რეალი” და “ბარსელონა”. მადრიდულმა გრანდმა შინ იოლად მოუგო “ლეგანესს”, ხოლო “ბარსელონას” მძიმე ბრძოლა გადახდა “სანჩეს პისხუანზე”.

დღის გახსნითი შეხვედრა სწორედ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და გასაკვირი არაა, რომ “რეალმა” იოლი 3 ქულა მოიპოვა. სტუმრებმა 38-ე წუთამდე გაძლეს, შემდეგ კი, გარეტ ბეილს ვერაფერი მოუხერხეს, რომელიც ისკოს პასით სერანტესთან პირისპირ დარჩა, მეკარე მოარტყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 7 წუთში უელსელმა მოთამაშემ უკვე ახლო მანძილიდან შეაგდო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 76-ე წუთზე კი, ალვარო მორატამაც შეძლო გატანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 3:0.

მორიგი შეხვედრა წააგო “ვალენსიამ”, რომელიც ამჯერად ვიგოში დამარცხდა. “ღამურები” უპირატესობას ფლობდნენ და დანი პარეხოს პენალტით იგებდნენ კიდეც, თუმცა ბევრ გამოუყენებელ მომენტს, დაცვაში უხეში შეცდომები დაემატა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და ტაიმის მიწურულ ჯერ რონკალიამ შეაგდო შესანიშნავი გოლი, ხოლო 77-ე წუთზე ჯონ გუიდეტიმ თავური დარტყმით გაუტანა დიეგო ალვეშს – 2:1.

“ვილიარეალმა” შინ “ბეტისი” მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო “ესპანიოლმა” და “ბილბაომ” “კორნელია ელ პრატზე” ქულები გაიყვეს.

ტურის ცენტრალური მატჩი კი, “რამონ სანჩეს პისხუანზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “სევილიამ” “ბარსელონა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ხოლო მეორეში – სტუმრები.

ხორხე სამპაოლიმ მეტოქეს 4-1-4-1 ტაქტიკა დაუპირისპირა და მათ ნახევარზე პრესინგის თამაში დაავალა. არგენტინელი სპეციალისტის ჩანაფიქრმა საწყის 45 წუთში აშკარად გაამართლა. “ბარსელონას” საკუთარი საჯარიმოდან ბურთის ამოტანა უჭირდა, ხშირად ცდებოდნენ და ამის შედეგი ის იყო, რომ პირველ ნახევარში “სევილია” უფრო დიდხანს ფლობდა ბურთს.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში დაიწყო და ლუსიანო ვიეტოს ნახევარმომენტის შემდეგ, მე-2 წუთზე ლუის სუარესს შეეძლო გატანა, მაგრამ სერხიო რიკომ ჩინებულად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ, თამაშს “სევილია” აკონტროლებდა. უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა სტუმართა ნახევარდაცვა, რომელსაც შემტევი ტრიოს პასებით მომარაგება საკმაოდ უჭირდა.

ანდალუსიელებმა კი, საკუთარი უპირატესობა მე-15 წუთზე გატანილი გოლით ასახეს: პაბლო სარაბიას გადაცემა სერხი რობერტომ ვერ ჩაჭრა და ვიტოლო მეკარესთან პირისპირ გავიდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

“სევილიამ” გატანილი გოლის შემდეგაც ასე განაგრძო თამაში და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. რამდენიმე ეპიზოდიდან, ყველაზე მეტად მაინც ვიტოლოს მომენტია გამოსაყოფი. ესპანეთის ნაკრების მოთამაშეს 42-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. გამოუყენებელი მომენტისთვის კი, მასპინძლები დაისაჯდნენ და ერთ წუთში კატალონიელთა კონტრშეტევას ლიონელ მესის გოლი მოჰყვა.

პირველ ტაიმში “სევილიამ” მეტოქეს აჯობა, მაგრამ ვერ მოიგო. მეორე ნახევარში კი, როდესაც უპირატესობა “ბარსელონას” ხელში გადავიდა, მათთვის სასარგებლო შედეგიც დაფიქსირდა. ალბათ სწორედ ეს არის კლასში განსხვავება, რომელიც ამ გუნდებს შორის ნამდვილად არის.

მეორე ნახევარში კატალონიელები გაცილებით გამოცოცხლებულნი გამოვიდნენ მინდორზე და პირველივე წუთებიდან დაიწყეს მომენტების შექმნა. სერხიო რიკომ რამდენიმე ეპიზოდში იხსნა “სევილია”, მაგრამ 61-ე წუთზე ისიც უძლური აღმოჩნდა: ლიონელ მესიმ რამდენიმე მოთამაშე თავისკენ მიიტყუა, რის შემდეგაც ლუის სუარესი უმეთვალყურეოდ დარჩა და არგენტინელმა სწორედ მას გაუკეთა გადაცემა, ურუგვაელმა ფორვარდმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და რიკოს ახლო კუთხეში გაუტანა.

დარჩენილმა დრომ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა. მასპინძლებსაც შეეძლოთ გათანაბრება და სტუმრებსაც სხვაობის გაზრდა. ანდალუსიელთაგან მიზანთან ყველაზე ახლოს სტივენ ნ’ზონზი იყო, რომლის თავურიც ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. “ბლაუგრანადან” კი, ლუის სუარესსა და ნეიმარს მართებდათ გატანა, მაგრამ სერხიო რიკოს ვერცერთმა აჯობა და ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:2.

ლა ლიგას 27 ქულით “რეალი” ლიდერობს, “ბარსელონას” მადრიდულ გრანდზე 2 ქულით ნაკლები აქვს. შემდეგი “ვილიარეალია” 22 ქულით, ხოლო “ატლეტიკოს” და “სევილიას” ვალენსიურ კლუბზე 1 ქულით ნაკლები აქვთ.

რეალი – ლეგანესი 3:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, ვარანი, მარსელო, კარვახალი, კოვაჩიჩი (მოდრიჩი 62), ისკო (ხამესი 68), კროოსი, ბეილი, რონალდუ, მორატა (ლ.ვაზკესი 82).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ლეგანესი (4-3-3): სერანტესი, მანტოვანი (ვ.დიასი 82), პ.ინსუა, დ.რიკო, ბუსტინზა, რ.პერესი (ლუსიანო 68), უ.ლოპესი, ალბერტო, შიმანოვსკი, გაბრიელი, მაჩისი (ომარი 55).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0, 2:0 ბეილი (38; 45+1), 3:0 მორატა (76)
გაფრთხილებები: რონალდუ, კროოსი, ნაჩო – მაჩისი, პ.ინსუა, მანტოვანი, ომარი, ვ.დიასი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ესპანიოლი – ბილბაო 0:0

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, ვ.სანჩესი, კარისოლი, ფუეგო, ხურადო, პიატი (კაისედო 63), ჰ.პერესი, ხ.მორენო, ბაპტიშტაო (ხოსე ანტონიო რეიესი 85).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ეჩიტა (დე მარკოსი 38), ი.ალვარესი, ბალენსიაგა, ბოვედა, ვესგა, მ.რიკო, ერასო, უილიამსი, მერინიო (მუნიაინი 71), ადურისი (რ.გარსია 61).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: ფუეგო – ერასო, მ.რიკო
მსაჯი: დანიელ ხესუს ტრახილიო

სელტა – ვალენსია 2:1 (1:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-2-3-1): ბლანკო, ფონტასი, კოსტასი, რონკალია, ხონი, რადოია (მ.დიასი 70), პ.ერნანდესი, სისტო (პლანასი 92), ვასი, ასპასი, გუიდეტი (ჩეიკი 85).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, მონტოია, კანსელო, მედრანი (მინა 80), მ.სუარესი, კარტაბია (ელ ჰადადი 80), პარეხო, ნანი, როდრიგო.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გოლები: 0:1 პარეხო (32 პენ.), 1:1 რონკალია (43), 2:1 გუიდეტი (77)
გაფრთხილებები: გუიდეტი, კოსტასი, ხონი, ასპასი, ფონტასი, ბლანკო – მ.სუარესი
მსაჯი: კლოს გომესი

ვილიარეალი – ბეტისი 2:0 (1:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, ხ.კოსტა, ბ.სორიანო, ტრიგეირასი, რ.სორიანო (ჩერიშევი 74), კასტილიეხო (რ.ერნანდესი 79), სანსონე, ბაკამბუ (ჯ.დოს სანტოსი 66).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბეტისი (4-4-2): ადანი, მანდი, პაცელა, ა.მარტინესი, პიცინი, გუტიერესი (რ.კასტრო 57), მარტინი, პეტროსი, სეხუდო, ხოაკინი (ალეგრია 56), სანაბრია (ნაუელი 57).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ტრიგეირასი (22), 2:0 რ.სორიანო (53)
გაფრთხილებები: სეხუდო, მარტინი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

სევილია – ბარსელონა 1:2 (1:1)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-1-4-1): ს.რიკო, რამი, კარისო, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, სარაბია (ხ.კორეა 84), ნასრი (იბორა 78), ფ.ვაზკესი (განსო 68), ვიტოლო, ვიეტო.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, უმტიტი, მასკერანო, რობერტო, დინიე, რაკიტიჩი (გომეში 73), ბუსკეტსი, დ.სუარესი (რაფინია 86), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 ვიტოლო (15), 1:1 მესი (43), 1:2 ლ.სუარესი (61)
გაფრთხილებები: რამი, მარიანო, ნ’ზონზი, კარისო – ნეიმარი, რობერტო, დინიე, მესი, მასკერანო, ლ.სუარესი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
0.306367